კალათბურთი

11:39 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 ქულა და 8 მოხსნა

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსი” შინ “კლიპერსთან” 90:109 დამარცხდა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა, თუმცა მწვრთნელმა მხოლოდ 14 წუთი და 44 წამი ათამაშა. ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა გუნდს 2 ქულა, 8 მოხსნა და ერთი პასი შესძინა. ფაჩულიამ 2-დან ორი საჯარიმო ჩააგდო და 2-დან ვერც ერთი ორქულიანი ვერ გამოიყენა.

პირველი ტაიმის შემდეგ ტეხასური კლუბი ორი ქულით იგებდა, მაგრამ გადამწვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კლიპერსმა” 33:16 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა კრის პოლსის ანგარიშზეა. “დალასში” 22 ქულით დირკ ნოვიცკი გამოირჩა. რაც შეეხება ზაზას კონკურენტ ლის, 16 წუთში 13 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა.

0.115789