“გოლდენ სტეიტმა” შინ “ორლანდოს” 119:113 აჯობა. “მეომრებმა” პირველსავე პერიოდში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, “ორლანდომ” ერთხელაც კი ვერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება ან წინ გასვლა.
მატჩში 41 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო სტეფ კარი გალდათ. კარიმ 13-დან 7 სამქულიანი, 11-დან 7 ორქულიანი და 6-დან ექვსი საჯარიმო სროლა ჩააგდო. კლეი ტომპსონის ანგარიშზე 27 ქულაა.
“გოლდენ სტეიტი” 56 მოგებით და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს.