პოლონეთის ექსტრაკლასას XXVI ტურში მოულოდნელად შინ წააგო ვლადიმერ დვალიშვილის შჩეჟინის “პოგონმა” “რუხთან” 2:3 და საჩემპიონო შანსი თითქმის დაკარგა. ქართველი ფორვარდის გუნდს 26 თამაშში 42 ქულა აქვს (მე-4 ადგილი) და ლიდერ ვარშავის “ლეგიას” 10 ქულით ჩამორჩება. აღნიშნულ შეხვედრაში კი დვალიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. სხვათა შორის, ქართველი ფორვარდის ნაცვლად მოედანზე მეკარე დავიდ კუდლა შევიდა, რადგან ძირითადი მეკარე იაკუბ სლოვიკი უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. იმ დროისთვის “პოგონი” 2:1 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში კაცნაკლულმა თამაში წააგო.
თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურის დასკვნით მატჩში თორნიკე ოქრიაშვილის “ეშქისეჰიისფორი” სტამბულში “ბეშიქთაშთან” დამარცხდა – 1:3. ქართველი შემტევი სათადარიგო იყო და მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა. ქართველის გუნდი კი 17 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა, მაგრამ სუპერლიგაში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.
გერმანიის II ბუნდესლიგაში ისევ არ გამოჩენილა ლუკას ჰუფნაგელი, რომელმაც მწვავე ვირუსული ინფექცია გადაიტანა და ჯერ ისევ მკურნალობს. მის გარეშე კი “ფრაიბურგმა” სახლში კონკურენტ და ლიდერ “ლაიპციგს” 2:1 მოუგო. ახლა, “ფრაი”, რომელიც ცხრილში მეორეა, ლაიპციგელებს 3 ქულით ჩამორჩება.