8 მარტს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იწყება საერთაშორისო ტურნირი, IHF/EHF ქალთა მსოფლიო თასი ხელბურთში. ითამაშებს 8 ნაკრები: საქართველო, ბელგია, ლატვია, ფარერები, კვიპროსი, ესტონეთი, ალბანეთი და სომხეთი.
ტურნირისთვის ყველაფერი მზადაა. მუშაობს ოფიციალური ვებგვერდი, მოეწყობა ყველა მატჩის ლაივ-სტრიმინგი. ევროპის ხელბურთის ფედერაციიდან ჩამოსულია რვაკაციანი დელეგაცია EHF საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის, სლოვენიელი ლეოპოლდ კალენის ხელმძღვანელობით. შეჯიბრებას გაუძღვებიან კარმენ მანჩადო და ადრიენ იორი, მსაჯების ზედამხედველი ანტონიო გოულაო და დელეგატები: ისგანდარ ასგაროვი, ვასილი ფეგირი და თამაზ თევზაძე. რა თქმა უნდა, ტურნირს მოემსახურება ქართული სტაფიც, რომელსაც საერთაშორისო ტურნირების გამართვის სერიოზული გამოცდილება აქვს. თავისუფალ დღეს, 11 მარტს რუმინელი ალექსანდრუ აქსინტე სემინარსაც გამართავს ყველა მონაწილე გუნდისა და ქართველი მწვრთნელებისთვის.
საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელები და ხელბურთელები გეგმავენ, რომ 8-13 მარტს მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლონ. გუნდის მთავარი მწვრთნელი 2015 წლის მაისიდან გიორგი გვაზავაა, მწვრთნელი - ინა ჭკუასელი. 2016 წელს გუნდის მზადებაში ჩაერთო უკრაინელი ოლექსანდრ გურსკი. სტაფში შედიან მეკარეების მწვრთნელი ამირან კომახიძე, ფიზმომზადების სპეციალისტი მამია ტუღუში, ექიმი გიორგი კაზალიკაშვილი და გუნდის ლიდერი, ლანა მარგიანი.
ნაკრებს წარმოადგენენ 5 სახელბურთო კლუბის - თბილისის „მამულისა“ და „პეგასის“, ფოთის „ოქროს ვერძის“, ყვარლისა და წყალტუბოს მოთამაშეები. შესაბამისად, მოთამაშეთა დაოსტატებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი საკლუბო მწვრთნელებს: ჯულია კასიანს (მამული), ნინო წივწივაძეს (პეგასი), დარეჯან გეფერიძესა და უჩა გამზარდიას (ფოთი), ზურაბ ხარებაშვილსა და გოჩა ღონიაშვილის (ყვარელი), ნოე გოგიძეს და გელა ჯანელიძეს (წყალტუბო).
1992 წლიდან მოყოლებული, ქალთა ნაკრები პერიოდულად ჩნდებოდა ხოლმე საერთაშორისო არენაზე. ეროვნულ გუნდს ამ დროისთვის ნათამაშები აქვს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის თითო საკვალიფიკაციო ტურნირი (1994, 1997) და ორი ჩელენჯ ტროფი (2002, 2006).
2006 წლის ჩელენჯ ტროფის შემდეგ ქალთა გუნდი აღარ გვყოლია იქამდე, სანამ თბილისმა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლება არ მოიპოვა. გოგონათა ნაკრები შეიქმნა 2011 წელს და ინტენსიურად ემზადებოდა 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. ნაკრებს, სადაც ძირითადად 1998-99 წლებში დაბადებული გოგონები თამაშობენ, უკვე საკმაოდ სერიოზული გამოცდილება დაუგროვდა. 2013-15 წლებში გუნდი ბევრჯერ იყო საერთშორისო ტურნეებზე და შარშან ორ ოფიციალურ შეჯიბრებაშიც ითამაშა.
ჩვენს გოგონათა ნაკრებს პირველი ოფიციალური ტურნირი, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი, 2015 წლის მარტში ჰქონდა ქუთაისში, ივლისში კი თბილისში ითამაშა ოლიმპიურ ფესტივალზე. მართალია, ევროპის 17-წლამდელთა კვალიფიკაციაზე ქუთაისში, ძალიან ძლიერ გუნდებთან დიდი სხვაობით წავაგეთ, მაგრამ უკვე აგვისტოში, ოლიმპიურ ფესტივალზე გვესტუმრა ევროპის 7 უძლიერესი ნაკრები, ხოლო თამაშის ხარისხი და ბრძოლისუნარიანობა ბევრად უკეთესი იყო.
IHF/EHF ქალთა თასის გარდა, გუნდს 2016 წელს კიდევ უწევს ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება აქვს: მსოფლიო ოცწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაცია მონტენეგროში (18-20 მარტი - მონტენეგრო, უკრაინა, საქართველო - ფინალურ ეტაპზე გადის 1 გუნდი), ხოლო 4-9 ივლისს - ევროპის ღია პირველობა გიოტებორგში, შვედეთი, თვრამეტწლამდელთა შორის.
თბილისის ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ ნაკრები სერიოზულად ემზადება და იანვარში ტურნე გამართა ისრაელში, სადაც ორი წლით უფროს, ისრაელის ოცწლამდელთა ნაკრებს სამმატჩიანი სერია მოუგო - 32-29, 30-30, 26-24. თებერვლის ბოლოს გუნდი აჭარაში გაემგზავრა და რამდენიმე ვარჯიში გამართა ხელვაჩაურის ახალ არენაზე.
ქალთა ნაკრებების მომავალი გეგმები ასეთია: 2017 წელს ევროპის ჩემპიონატებია ორ ასაკობრივ ჯგუფში (17 და 19-წლამდელები), ხოლო 2018 წელს - ორი მსოფლიო ჩემპიონატი (18 და 20-წლამდელები). 2020 წლამდე საქართველოს ეროვნული ნაკრებიც აუცილებლად ჩაებმება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებში.
ზურაბ კაკაბაძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: - ხელბურთის ფედერაციის ერთ-ერთი სტრატეგული ამოცანაა ქალთა ხელბურთის განვითრება და ძლიერი ეროვნული ნაკრების შექმნაა. მჯერა, რომ ეს გუნდი თავის დროზე ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა.
ფედერაციას ფინანსურად არ ულხინს, ოპონენტებიც გვყავდა სახელბურთო წრეებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქალთა ხელბურთს საქართველოში დიდი პერსპექტივა არა აქვს. მე პატივს ვცემ მათ აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ასე არაა. მსოფლიოში ქალთა სპორტს თავისი, განსაკუთრებული ნიშა უჭირავს და საქართველოში გვინდა, ეს ადგილი სწორედ ხელბურთის ქალთა ნაკრებმა დაიკავოს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი 2011 წელს, თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის შეიქმნა და ამ ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილებაც მიიღო, მიმაჩნია, რომ ჩვენ მხოლოდ გზის დასაწყისში ვართ.
მიზნის მისაღწევად აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ჩაბმა ხელბურთში, თაობების უწყვეტობა, რადგანაც ჯერ არავის ჰყოლია ნაკრები, რომელიც ერთი ასაკის მოთამაშეებისგან შედგებოდა. მე მიმაჩნია, რომ ყველა სახელბურთო კლუბს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ქალთა და გოგონათა გუნდები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მოთამაშემ კარიერა უცხოურ კლუბში გააგრძელოს, რაც სტიმული იქნება სხვებისთვის. ჩვენ უკვე გვქონდა წინადადება ქალაქ არდაშენის კლუბიდან, რომელიც თურქეთის ჩემპიონატის პრიზიორია და ევროტურნირებზეც წარმატებით გამოდის, მაგრამ მოცდა ვარჩიეთ, რადგანაც ნაკების დღევანდელი წევრები ჯერ 17-18 წლისანი არიან და სკოლა აქვთ დასამთავრებელი
უახლოეს მიზანს რაც შეეხება, ეს არის ქალთა მსოფლიო თასის მოგება თბილისში, ამის შემდეგ კი ძალიან ბევრი და უფრო რთული ტურნირი გვექნება წინ. როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი ახლა იწყება!
საქართველოს ნაკრები
12 ანა ვარდიშვილი (GK 18.08.1999 177/77 მამული)
16 ქრისტინე ჯავახია (GK 01.06.1998 175/72 ოქროს ვერძი ფოთი)
22 მარიამ ჩაჩუა (GK 30.09.1999 184/62 პეგასი)
7 თინათინ ქიტესაშვილი (LW 07.02.1999 170/58 ყვარელი)
9 თათია გადელია (RB 30.10.1998 172/66 ოქროს ვერძი ფოთი)
13 ქრისტინე ღვალაძე (LW 12.08.1998 163/55 ხკ მამული)
15 თამარ ჩოგოვაძე (LW 13.03.1998 172/55 პეგასი)
17 მედეა ჩოხელი (P 02.01.1999 177/68 პეგასი)
18 ქეთევან ვენეცკი (RW 16.07.1998 174/66 პეგასი)
19 ანა ყველაშვილი (CB 29.12.1998 170/64 მამული)
24 ჯულია ჩირგაძე (LB 14.01.2001 180/73 წყალტუბო)
29 ქეთი კუნელაშვილი (LB 22.08.1999 176/65 ყვარელი)
31 მაია ბერიძე CB (19.05.1999 167/62 პეგასი)
39 მარიკა ჯავახაძე (P 17.08.1999 170/82 წყალტუბო)
მთ. მწვრთნელი: გიორგი გვაზავა (1978)
მწვრთნელი: ოლექსანდრ გურსკი, უკრ (1966)
მწვრთნელი: ინა ჭკუასელი (1985)
მეკარეები: ამირან კომახიძე (1951)
ფიზმომზადება: მამია ტუღუში (1941)
ექიმი: გიორგი კაზალიკაშვილი (1993)
გუნდის ლიდერი: ლანა მარგიანი (1988)
GK მეკარე, LW მარცხენა გარემარბი, LB მარცხენა შუამარბი, CB გამთამაშებელი, RB მარჯვენა შუამარბი, RW მარჯვენა გარემარბი, P პივოტი, ხაზის მოთამაშე
--
ხელბურთი. IHF/EHF ქალთა თასი. 8-13 მარტი, 2016. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი ოფიციალური ვებგვერდზე: http://womenstrophy.ge/
A ჯგუფი: კვიპროსი, ლატვია, საქართველო, ალბანეთი
8 მარტი. 16:00 ლატვია-ალბანეთი, 18:00 კვიპროსი-საქართველო
9 მარტი. 14:00 ალბანეთი-კვიპროსი, 18:00 საქართველო-ლატვია
10 მარტი. 14:00 კვიპროსი-ლატვია, 18:00 საქართველო-ალბანეთი
B ჯგუფი: ფარერები, ბელგია, ესტონეთი, სომხეთი
8 მარტი. 14:00 ფარერები-ესტონეთი, 20:00 ბელგია-სომხეთი
9 მარტი. 16:00 სომხეთი-ფარერები, 20:00 ესტონეთი-ბელგია
10 მარტი. 16:00 ესტონეთი-სომხეთი, 20:00 ფარერები-ბელგია
11 მარტი - დასვენების დღე
12 მარტი. ნახევარფინალი
14:00 3A-4B, 16:00 3B-4A
18:00 1A-2B, 20:00 1B-2A
13 მარტი. ფინალი
12:00 7-8 ადგილები
14:00 5-6 ადგილები
16:00 ბრინჯაოს ფინალი
18:00 მთავარი ფინალი
ასაკობრივი კატეგორია: 1997 წელს და გვიან დაბადებულები
--
მსაჯები
ედინ კულოვიჩი, ვედად სკალიჩი (ბოსნია)
ვოლჰა კაზაკი, კაციარინა ვასილევიჩი (ბელარუსი)
ანდრეა ჰესე, ალიშა მარტინი (ბრიტანეთი)
კინგა ჰარასტი, ბრიგიტა ნახტმანი (უნგრეთი)
გიოქჰან ადიგიუზელი, ილდენიზ ქაიგუსუზი (თურქეთი)
ოფიციალური პირები
ლეოპოლდ კალინი (სლოვენია) - EHF წარმომადგენელი, საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე
ადრიენ იორი EHF ოფისი
დელეგატები
კარმენ მაჩადო (ესპანეთი) – საშეჯიბრო კომიტეტი
ანტონიო გოულაო (პორტუგალია) - მსაჯების ზედამხედველი
ისგანდარ ასგაროვი (აზერბაიჯანი)
თამაზ თევზაძე (საქართველო)
ვასილი ფეგირი (უკრაინა)