მარტის პირველ კვირა დღეს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზმა ბიზნესის ჩენმპიონთა ლიგის, კორპორატიული ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.
მანამდე კი პარასკევს, 4 მარტს ოქროს და ვერცხლის ლიგის VII ტურისგამოტოვებულიშეხვედრები გაიმართა. მთავარი სენსაცია ვერცხლის ლიგის ერთპიროვნული ლიდერის, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდის მარცხია, რომელიც მათ ბოლო პერიოდის ლიგის მთავარ აღმოჩენასთან, თეთრი ქუდის გუნდთან განიცადეს 1-3.
რაც შეეხება ოქროს ლიგის ორ დაპირისპირებას, ისინი განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე დასრულდა. ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერმა ვესტ ინვესტს სძლია 4-1, ხოლო ნატახტარმასაქართველოს ბანკი დაამარცხა 3-2.
04.03.2016.ვერცხლის ლიგა. VII ტური
ტატიშვილი - თეთრი ქუდი 1-3
04.03.2016. ოქროს ლიგა. VII ტური
ვესტ ინვესტი - GWP 1-4
ნატახტარი - საქ. ბანკი 3-2
კვირის შეხვედრებს კი ერთადერთი შემორჩენილი ინტრიგისთვის უნდა გაეცა პასუხი, თუ როგორ დაწყვილდებოდნენ კორპორატიული ლიგის გუნდები პლეიოფში.
სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის შეხვედრებით დაიწყო. სადებიუტო სეზონი გამარჯვებით დაასრულა უკვე ბრინჯაოს ლიგაში დაქვეითებულმა ავერსის გუნდმა, რომელმაც კიდევ ერთ აუტსაიდერს, ბი პი ჯორჯიას აჯობა 4-2.
დამაჯერებლად იმარჯვა თბილისის მერიამ, რომელმაც საქრუსენერგოს სძლია 7-3. წარმატებული სერია განაგრძო თეთრი ქუდის გუნდმა, რომლის მომდევნო მსხვერპლიც ბაქსვუდი გახდა - 2-1 „თეთრების“ სასარგებლოდ. საკმაოდ დაძაბულ ორთაბროძოლაში იმარჯვა ალიანს საქართველომ, რომელმაც ბანკი რესპუბლიკის გუნდი დაამარცხა 4-3 და როგორც შემდგომ გაირკვა, ამ გამარჯვებით რეგულარული სეზონის გამარჯვებულის წოდებაც დაისაკუთრა. ამის მთავარი მიზეზი კი უშუალო კონკურენტის, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის მიერ დაკარგული ქულებია. „მედიკოსები“ პირველობის კიდევ ერთ მაძიებელს, ვითიბი ბანკის გუნდს დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა, უგოლოდ 0-0 დასრულდა.
06.03.2016. ვერცხლის ლიგა. IX ტური
ავერსი – BP GEORGIA 4-2
საქრუსენერგო – თბილისის მერია 3-7
თეთრი ქუდი - ბაქსვუდი 2-1
ალიანს საქართველო - ბანკი რესპუბლიკა 4-3
ტატიშვილი – ვითიბი ბანკი 0-0
ვერცხლის ლიგის ¼ ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
ალიანს საქართველო - საქრუსენერგო
ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი - ბანკი რესპუბლიკა
ვითიბი ბანკი - ბაქსვუდი
თეთრი ქუდი - თბილისის მერია
მომდევნო ეტაპზე გამსვლელთა ვინაობა ჯამში ორი მოგების შედეგად გაირკვევა.
ბომბარდირები: დიტო ანდღულაძე (საქრუსენერგო) – 15, ლუკა ხომასურიძე (ტატიშვილი) – 14, მინდია ჯალიაშვილი (თეთრი ქუდი), ავთო ბუიღლიშვილი (ალიანსი), ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 8
დასკვნითი ტურის შეხვედრები გაიმართა ოქროს ლიგაშიც. რეგულარული სეზონის მოგება არ გასჭირვებია მოქმედ ჩემპიონს, ნატახტარს, რომელმაც ბოლო ტურში კრედო დაამარცხა 7-3. დიდი ანგარიშით იმარჯვა „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდმა, რომელმაც ლიგის აუტსაიდერს ევროპაბეთს 10-3 სძლია. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, საკმაოდ დაძაბულად წარიმართა დარჩენილი ორი დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ ერთნაირი ანგარიშით 2-1 დასრულდა. პატრულმა საქართველოს ფოსტას სძლია, ხოლო საქართველოს ბანკმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდთან დათმო.
06.03.2016. ოქროს ლიგა. IX ტური
ნატახტარი - კრედო 7-3
ევროპაბეთი – GWP 3-10
საქ. ფოსტა - პატრული 1-2
საქ. ბანკი – TTC 1-2
ოქროს ლიგის 1/4 ფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
ნატახტარი - ვესტ ინვესტი
პატრული - კრედო
ტტც - საქართველოს ფოსტა
GWP - კრედო
ბომბარდირები: თემურ ვაჩანძე (ვესტ ინვესტი) – 15, გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 12, ლევან ჩიხრაძე (კრედო) -11
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”,“წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“,ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი „ლელო”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური