ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ვილიანმა პსჟ-სთან განმეორებითი მატჩის წინ ჩემპიონთა ლიგაზე “არისტოკრატთა” შანსებზე ისაუბრა.
“ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. ჯერ პსჟ-ს ბარიერი უნდა გავიაროთ და სანუკვარ ტიტულამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ. ჯერჯერობით, მთლიანად ფოკუსირება პსჟ-სთან მატჩზე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება რთული მატჩი, თუმცა შეგვიძლია გამარჯვებულები გამოვიდეთ.” – განაცხადა ვილიანმა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური დუელის პირველ შეხვედრაში პსჟ-მ შინ “ჩელსის” 2:1 აჯობა. ამ გუნდების საპასუხო მატჩი ლონდონში 9 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.