აზიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი და ფიფას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სალმან ალ ჰალიფა გარიგებულ მატჩებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას L'Express-ი ავრცელებს.
2009-2010 წლებში, როცა ალ ჰალიფა ბაჰრეინის ფეხბურთის ფედერაციას თავკაცობდა, ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო, მათ შორის ინდონეზიასთან გამანადგურებელი ანგარიშით 10:0. ფიფას უსაფრთხოების დეპარტამენტმა კი დაადგინა, რომ ამ თამაშების შედეგებზე საეჭვოდ დიდი ფსონები იყო გაკეთებული და მიიჩნევენ, რომ ალ ჰალიფას ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდა.
სალმან ალ ჰალიფამ 26 თებერვალს გამართული ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები, მეორე ტურში, უეფას ყოფილ გენერალურ მდივანთან, ჯანი ინფანტინოსთან წააგო.