“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” მიმდინარე სეზონში მეექვსე მატჩი წააგო - გასვლაზე “ლეიკერსთან” 95:112 დამარცხდა. მიმდინარე სეზონში “მეომრებმა” ექვსივე შეხვედრა გასვლაზე წააგეს.
“ოქროს შტატელები” 55 გამარჯვებით და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ლეიკერსმა” 38:28 მოიგო. “გოლდენ სტეიტის” ლიდერებს თამაში არ წაუვიდათ, კარიმ მხოლოდ 18 ქულა ჩააგდო, ხოლო ტომპსონმა – 15. “ლეიკერსში” 25 ქულით კლარკსონი გამოირჩა, კობი ბრაიანტის ანგარიშზე 12 ქულაა.