საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქვეყნის ნაკრებში დევისის თასზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ, აზიას მიაშურა და ძალებს ჩინეთში დაგეგმილ ჩელენჯერზე მოსინჯავს.
ჟუჰაის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია, ბასილაშვილს კი მე-2 განთესვა გააჩნია და პირველ რაუნდში მასპინძელ იან ბაის გაეჯიბრება. საწყისი ბარიერის დაძლების შემთხვევაში, ნიკოლოზი 8 სარეიტინგო ქულას მიიღებს.