რაგბი

12:31 | 7.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლელოები პრო დ2-ის ცენტრალურ შეხვედრაში (+VIDEO)

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ის 21-ე ტურში, ელიტაში ასვლისათვის მებრძოლმა ქართველი ლეგიონერების გუნდებმა - „პერპინიანმა“ და „ორიაკმა“ პრინციპული შეხვედრები მოიგეს.

გუშინ გამართულ ტურის დასკვნით, ცენტრალურ მატჩში, მე-4 ადილოსანმა, ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის ,,ორიაკმა“, შინ მეორეადგილოსანი, ანტონ ფეიქრიშვილის „ბეიონი“ მიიღო. მასპინძელთა ვეტერანი მეორეხაზელი დათუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მეტოქე 21-ე წუთზე დაალელოვა და ტაიმი 7:0 დასრულდა. „ორიკამა“ მეორე ტაიმის დებიუტში ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ სტუმრებმა 44-ე წუთზე ფეიქრიშვილის ლელოთი უპასუხეს, რომელიც ასევე ძირითად შემადგენლობაში იყო და „ბეიონმა“ ჩამორჩენა შეამცირა.

მასპინძლებმა სტატუსკვო მალევე აღადგინეს და უპირატესობა გარდასახვით გაზარდეს, ხოლო რამდენიმე წუთში ჯარიმაც გაიტანეს. ამის შემდეგ „ორიაკს“ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და შეხვედრა 23:10 მოიგო. დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო ფეიქრიშვილი 63-ე წუთზე შეცვალეს.

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის „პერპინიანმა“ შინ მესამე ადგილოსანი, ლაშა ლომიძის „ბეზიე“ 47:13 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. პირველმა ტაიმმა ლელოების გარეშე ჩაიარა და მასპინძლები 15:6 დაწინაურდნენ. სტუმრებმა 44-ე წუთზე მურად ტუზადენის ლელოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ამის შემდეგ მასპინძლები დომინირებდნენ, მეტოქეს 4 ლელო დაუდეს, ბონუს ქულაც მიითვალეს და გათამაშების მეხუთე ადგილზე დამკვიდრნენ. „ბეზიეს“ შემადგენლობაში სათდარიგო იყო საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ლომიძე, რომელიც შეხვედრაში ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად 31-ე წუთიდან ჩაერთო და სალელოვე იერიშშიც მიიღო მონაწილეობა.

სტუმრად „ბიარიცთან“ მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის „ტარბმა“ – 10:20. ქართველთაგან განაცხადში მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ნემსაძე იყო და ის შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. ამ მარხცმა სტუმრები გასავარდნ ზონაში დააქვეითა.

უშუალო კონკურენტის მარცხით ისარგებლა ელიზბარ ყუფარაძის „დაქსმა“, რომელიც შინ ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის „ალბის“ დაუზავდა და „ტარბს“ ორი ქულით გაასწრო. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე მხოლოდ ხუთი წუთი ითამაშა ბურჯმა ყუფარაძემ, სტუმართა შორის კი, შეყლაშვილი მოედანზე 52-ე წუთზე გამოჩნდა. გუნდებმა 4-4 ჯარიმა გაიტანეს და ტაბლოზე 12:12 დაფიქსირდა.

კიდევ ერთი ქართველი ბურჯის დებიუტი შედგა პრო დ2-ში - 24 წლის ასტამურ იოსელიანმა „ნარბონის“ შემადგენლობაში თამაში ძირითადში დაიწყო და „ბურგუენის“ წინააღმდეგ მოედანზე 48 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ მისი მოედნიდან გასვლის დროს სტუმრები მხოლოდ 3 ქულას აგებდნენ [7:10], საბოლოოდ კი, მასპინძელმა „ბურგუენმა“ 23:7 იმარჯვა. „ნარბონის“ განაცხადში არ იყო ვეტერანი ბურჯი ტარიელ რატიანიძე.

კვლავ დამარცხდა გათამაშების აუტსაიდერი „ექსი“, რომელსაც სტუმრად „მონტობანმა“ 20:10 სძლია. მასპინძლები დამაჯერებლად იგებდნენ და ბონუს ქულასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ სტუმრებმა შეხვედრის ბოლო წუთზე გაიბრძოლეს, ლუი მარუმ ლელო მიითვალა და მასპინძლები პრემიის გარეშე დატოვა. „ექსის“ ბურჯი გიორგი ზაქაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა.

სტუმრად „კარკასონთან“ გაუჭირდა გათმაშების უპირობო ლიდერ „ლიონს“. მასპინძლებმა სტუმრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და პირველი ტაიმის ბოლო წუთამდე 10 ქულას იგებდნენ, მაგრამ მერე ლელო მიიღეს [23:18]. 42-ე წუთზე „ლიონი“ ტობი არნოლდის ლელოთი და ჟაკ პოტგიტერის გარდასახვით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლები დანებებას არ აპირებდნენ და 46-ე წუთზე ადრიენ ლატორის ჯარიმით კვლავ წინ გავიდნენ. შემდეგი 15-წუთიანი მონაკვეთი „ლიონმა“ მაღალ დონეზე ჩაატარა, უპირატესობა ჯერ ჯარიმით დაიბრუნა, მერე 2 ლელო გაიტანა და 38:26 იმარჯვა.

ბექა გორგაძის „მონ-დე-მარსანი“ „კოლომიეს“ ქართველი მესამეხაზელის გარეშე ეწვია და 12:12 დაუზავდა.

საფრანგეთი. პრო დ2. XXI ტური

პერპინიანი - ბეზიე 47:13

ბიარიცი - ტარბი 20:10

დაქსი - ალბი 12:12

ბურგუენი - ნარბონი 23:7

კარკასონი - ლიონი 26:38

კოლომიე - მონ-დე-მარსანი 12:12

მონტობანი - ექს-ან-პროვანსი 20:10

ორიაკი - ბეიონი 23:10

1.

ლიონი

21

19

0

2

696:333

86

10

2.

ბეიონი

21

14

1

6

473:408

64

6

3.

ბეზიე

21

12

1

8

529:449

56

6

4.

ორიაკი

21

12

0

9

504:433

55

7

5.

პერპინიანი

21

11

1

9

497:431

54

8

6.

კოლომიე

21

10

3

8

419:410

52

6

7.

ალბი

21

11

2

8

409:397

51

3

8.

ნარბონი

21

10

0

11

418:463

46

6

9.

მონ-დე-მარსანი

21

9

1

11

391:453

43

5

10.

მონტობანი

21

9

0

12

395:445

42

6

11.

ბურგუენი

21

8

0

13

373:410

41

9

12.

ბიარიცი

21

9

0

12

431:410

41

5

13.

კარკასონი

21

8

0

13

343:518

36

4

14.

დაქსი

21

7

1

13

387:485

34

4

15.

ტარბი

21

8

0

13

404:446

32

8

16.

ექსი

21

6

0

15

358:536

26

2

ტარბს დაკლებული აქვს 8 ქულა

XXII ტური. 10, 11, 13 მარტი

ნარბონი - ბიარიცი, ბეზიე - კოლომიე, ლიონი - დაქსი, ალბი - ბურგუენი, ბეიონი - ექს-ან-პროვანსი, მონტობანი - კარკასონი, ტარბი - ორიაკი, მონ-დე-მარსანი - პერპინიანი

გიორგი ბეჭვაია

თეგებიპრო დ2
0.112274