ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, პოლ გასკოინის ქალიშვილი, მომღერალი, მოდელი, მსახიობი და უბრალოდ ძუძუთა ადვილად ამომყრელი, ბიანკა გასკოინი, არამხოლოდ თავისი თამამი ქცევით, ეპატაჟური გამონათქვამებითაც იპყრობს ყველას ყურადღებას და ხშირად ისეთ რამეს დააბრეხვებს, ყველაზე ყურებდაქვეტილი კაციც კი გაკვირვებული დარჩება.
აი მაგალითად, ქალთა საერთაშორის დღეს – 8 მარტს, ანდა საკუთარ დაბადების დღეზე, ბიანკას ვინმემ ყვავილები რომ აჩუქოს, ნაგიჟარი პოლის პირმშოს ეს ამბავი არათუ გაუხარდება, შეიძლება ისე ეწყინოს, რომ ყვავილების მჩუქვნელს გვარიანი ჭიტლაყი ამოუჭიროს და ზედ მრავალსართულიანი გინებაც მიაყოლოს.
როგორც ბიანკა გასკოინი ამბობს, მას მამაკაცების მხრიდან ფამილარობა ძალიან არ მოსწონს და არც ფაქიზი და სათუთი ქალის იმიჯი იზიდავს. ბიანკა მამაკაცებს თანასწორებად აღიქვამს და არ სურს მათგან რაიმე პრივილეგიები გამოარჩევდეს. რაკი ეგრეა, დადგა ჟამი, ეს ჩვენი ბიანკა გლდანის ხიდებთან მდებარე ”გივის დუქანში” დავპატიჟოთ ხინკალზე და ჭაჭის არაყზე. ვნახოთ აბა თუ ”გაგვიქაჩავს”...