ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს, გათამაშების ლიდერებმა “ბარსელონამ” და “ატლეტიკომ” საგარეო გამარჯვებები მოიპოვეს.
კატალონიურმა გრანდმა “ეიბარი” გაანადგურა, ხოლო მადრიდელებმა “ვალენსიას” აჯობეს.
ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ “მესტალიაზე” შედგა, სადაც “ღამურებმა” მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს “როხიბლანკოს”, თუმცა მაინც დამარცხდნენ.
პირველი ნახევარი თანაბრად წარიმართა, რაც ტაბლოზეც აისახა. 24-ე წუთზე ანტუან გრიზმანის შორეული მანძილიდან გატანილ გოლს, ოთხ წუთში დენის ჩერიშევმა უპასუხა.
მეორე ტაიმში კი, დიეგო სიმეონემ საკუთარი ვიზავი დაჯაბნა და სწორი შეცვლების ხარჯზე საკუთარ გუნდს 3 ქულა ააღებინა. მან მოედანზე ფერნანდო ტორესი და იენიკ ფერეირა კარასკო შეუშვა, რომლებმაც გოლები გაიტანეს და “როხიბლანკოს” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვეს – 1:3.
იოლად მოიგო “ბარსელონამ”, რომელმაც “იპარუაზე” გაისეირნა. კატალონიელებმა ბასკებს თითო ტაიმში ორ-ორი ბურთი გაუტანეს. პირველ ნახევარში მუნირ ელ ჰადადიმ და ლიონელ მესიმ გაიტანეს, ხოლო მეორე ტაიმში მესიმ დუბლი გაიფორმა, ერთი ბურთი კი ლუის სუარესის ანგარიშზეა – 0:4.
“ბარსელონა” 72 ქულით პირველ ადგილზეა, “ატლეტიკოს” 64 ქულა აქვს, ხოლო “რეალს” – 60.
“ბილბაომ” სტუმრად “ხიხონს” აჯობა, “სელტას” გადაუწრო და მე-6 საფეხურზე წამოსკუპდა. ბასკთაგან გოლებით ბენიატ ეჩებერია და ოსკარ დე მარკოსი გამოირჩნენ.
53-ე წუთიდან 10 კაცით მოთამაშე “ბეტისმა” საკუთარ კედლებში “გრანადა” დაამარცხა. ანდალუსიური დერბის ბედი ბოლოსკენ გადაწყდა: 85-ე წუთზე მასპინძლები ნ’დიაიემ დააწინაურა, ხოლო მსაჯის მიერ მე-5 დამატებულ წუთზე რუბენ კასტრომ ჯარიმიდან გაიტანა – 2:0.
“სოსიედადმა” შინ ბოლო ადგილოსანი “ლევანტე” მიიღო და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა. ბასკები მე-14 წუთზე დიეგო რეიესმა დააწინაურა, თუმცა 10 წუთში დეივერსონმა გაათანაბრა და როგორც შემდგომ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ბეტისი – გრანადა 2:0 (0:0)
სევილია, “ბენიტო ვილამარინი”
ბეტისი (4-2-3-1): ადანი, ბ.გონსალესი, პაცელა, ვარგასი, მონტოია, სებალიოსი (პეტროსი 56), ნ’დიაიე, ფ.რუისი (ხოაკინი 52), სეხუდო (მოლინა 31), მუსონდა, რ.კასტრო.
მწვრთნელი: ხუან მერინიო
გრანადა (4-4-2): ა.ფერნანდესი, ბაბინი, რ.კოშტა, ბირაგი, მ.ლოპეში (ფოლქიერი 68), რ.პერესი (ფ.რიკო 79), დაკური, საკსესი, როჩინა, პენარანდა (ბარალი 55), ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე მანუელ გონსალესი
გოლები: 1:0 ნ’დიაიე (85), 2:0 რ.კასტრო (95)
გაფრთხილებები: პაცელა, ვარგასი, ბ.გონსალესი, მოლინა – პენარანდა, რ.პერესი, საკსესი, მ.ლოპეში, ბარალი, რ.კოშტა, როჩინა
გაძევებები: ვარგასი (53), ა.ფერნანდესი (93)
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ეიბარი – ბარსელონა 0:4 (0:2)
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარი (4-4-2): რიესგო, პანტიჩი, რამისი, ხუნსა, კაპა, დ.გარსია, რადოშევიჩი, ესკალანტე (ჰაიროვიჩი 84), ადრიანი, ენრიჩი (ინუი 90), ბასტონი (ბერხონი 68).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე (ბარტრა 80), მასკერანო, ალვეში, ალბა, ბუსკეტსი (ვერმაელენი 80), თურანი (რობერტო 80), რაკიტიჩი, მესი, ელ ჰადადი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 0:1 ელ ჰადადი (8), 0:2;0:3 მესი (41;76;), 0:4 ლ.სუარესი (84)
გაფრთხილებები: რადოშევიჩი, რამისი, დ.გარსია – ლ.სუარესი, მასკერანო
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ხიხონი – ბილბაო 0:2 (0:1)
ხიხონი, “ელ მოლინონი”
ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, მერე, ლ.ერნანდესი, კანელია (ი.ლოპესი 77), ვრანჟესი, აიტ-ატმანე, მასკარელი, ნდი (მენენდეში 66), ხონათანი (კ.კასტრო 66), ჰალილოვიჩი, სანაბრია.
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, ბალენსიაგა, დე მარკოსი, ბენიატი, სან ხოსე, რ.გარსია, მუნიაინი (მერინიო 66), სუსაეტა (გურპეგი 78), ადურისი (ერასო 72).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: 0:1 ბენიატი (27), 0:2 დე მარკოსი (59)
გაფრთხილებები: ვრანჟესი – ლაპორტე, ბალენსიაგა
გაძევება: ლაპორტე (74)
მსაჯი: დელ სერო გრენდე
სოსიედადი – ლევანტე 1:1 (1:1)
სან-სებასტიანი, “ანოეტა”
სოსიედადი (4-3-3): რული, დ.რეიესი, ი.მარტინესი, ელუსტონდო, ბერჩიჩი, პრიეტო (გრანერო 46), პარდო (ბრუმა 71), ილარამენდი, ოიარზაბალი, ველა, ჯონათასი.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
ლევანტე (4-4-2): მარინიო, ფედალი, მედჯანი, ი.ლოპესი, ტონიო (ხუანფრანი 84), ვერდუ (სიმაო 76), ლერმა, ვერზა, მორალესი, როსი (რ.გარსია 66), დეივერსონი.
მწვრთნელი: რუბი
გოლები: 1:0 დ.რეიესი (14), 1:1 დეივერსონი (24)
გაფრთხილებები: პრიეტო, ელუსტონდო, გრანერო – ფედალი, ი.ლოპესი, ვერზა
მსაჯი: პერეს მონტერო
ვალენსია – ატლეტიკო 1:3 (1:1)
ვალენსია, “მესტალია”
ვალენსია (4-3-3): ალვეში, მუსტაფი, სანტოსი, სიკეირა, კანსელო, ე.პერესი (ბარბოსა 46), ფუეგო (ნეგრედო 84), გომეში, ჩერიშევი (როდრიგო 61), ფეგული, ალკასერი.
მწვრთნელი: გარი ნევილი
ატლეტიკო (4-1-4-1): ობლაკი, ლ.ერნანდესი, ხიმენესი, ხუანფრანი, ლუისი, კრანევიტერი (ფ.ტორესი 63), საული, გაბი, კოკე, გრიზმანი (ო.ტორესი 88), ვიეტო (კარასკო 69).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 გრიზმანი (24), 1:1 ჩერიშევი (28), 1:2 ფ.ტორესი (72), 1:3 კარასკო (85)
გაფრთხილებები: სანტოსი, ფეგული – ვიეტო
გაძევება: სანტოსი (80)
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო