სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

0:17 | 7.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის ორმაგი დუბლი სერბულ სუპერლიგაში

16 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ სერბულ “მეგა ლეკსში” გადასვლის შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ქართველი ფორვარდის კლუბი სერბეთის იუნიორთა სუპერლიგის მორიგ მატჩში “იაგოდინას” უპრობლემოდ გაუმკლავდა (79:65), ბითაძემ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 12 მოხსნა.

“მეგა ლეკსს” 5 მოგებით და 3 მარცხით მე-3 ადგილი უკავია და მხოლოდ სერბული კალათბურთის აღიარებულ გრანდებს – “ცრვენა ზვეზდას” (7 მოგება) და “პარტიზანს” (6 ჩამორჩება).

ქართველის კლუბი იუნიორთა ლიგაში მომდევნო მატჩს 9 მარტს, სწორედ “ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11293