თბილისის “ვითამ” ვთბ-ლიგაში ზედიზედ 24-ე მატჩი წააგო. ქართული კლუბი კრასნოიარსკის “ენისეის” ამჯერად ქუთაისში დაუხვდა და 800-მდე ქომაგის თვალწინ 72:85 (19:32, 17:17, 20:17, 17:19) დამარცხდა.
გასული მატჩებისგან განსხვავებით, ვითელებს განცხადში ერთბაშად 10 კალათბურთელი ჰყავდათ და მათგან მხოლოდ ლევან შენგელიას არ უთამაშია. ორთვიანი პაუზის შემდეგ, ვთბ-ლიგაში ისევ გამოჩნდა 19 წლის ლუკა გიორგაძე, რომელმაც 12:45 წუთში 3 ქულა მიითვალა, მისმა თანატოლმა მაიზერ რევაზაშვილმა კი 15:36 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.
თბილისური კლუბის რიგებში საუკეთესონი, ტრადიციულად, ამერიკელი ლეგიონერები იყვნენ – დანიელ ბეჯარანომ “ვითას” 16 ქულა და 9 მოხსნა შესძინა, ხოლო ანდრე ჯონსმა 14 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 13 ქულა იყო ირაკლი ჩლაიძის აქტივში.
“ვითას” მომდევნო მატჩიც საქართველოში ელის. 13 მარტს, ლატვიელი ნიკოლაის მაზურსის შეგირდები სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” დაუხვდებიან, რომელმაც დღეს ფინური “ბაიზონსი” 106:73 გაანადგურა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
johnsilver - არ ვიცი ძმა, რატო უნდა გამელანძღა, მაგრამ თუ იმას გულისხმობ, რომ 24 წაგება აქვს, გეტყვი, რომ ეს ლოგიკურია. გუნდი არაა ნორმალურად დაკომპლექტებული, ეტყობა ფინანსური პრობლემებიც აქვთ, მოკლე სკამი აქვთ და საერთოდ ვითიბი ლიგაში რომ მიდიხარ ბიუჯეტიც უნდა გქონდეს და მოთამაშეების უკეთესი ჯგუფი. ბიჭებმა იბრძოლეს, რაც გამოვიდა ის გამოვიდა. ვინც საქართველოს სახელს იცავს თბილისელიც ჩვენია და თელაველიც...ლანძღვით ვლანძღავთ იმათ ვინც არასპორტულად იქცევა - მსაჯია ეს თუ მოწინააღმდეგე მოთამაშე და დამიჯერე არც ქუთაისელს გადაუსმევს ვინმე თავზე ხელს თუ ახვრულად და უსამართლოდ მოიქცევა...
პაატა, ქუთაისურად რომ გაგელანძღათ ვითა, ბევრი თბილისელი ჩემი ჩათვლითაც მადლობას გეტყოდათ.))
ამიტომ პარასკევს....გაგიუპატიურებთ დინამოს და მერე გაგახსენებთ რომ თბილისის აღმოსავლეთით და თქვენ წარმოიდგინეთ დასავლეთითაც კი კვლავ საქართველოს ტერიტორიაა...თქვენდა გასაკვირად
მსოფლიო სპორტი, როგორც ქუთაისის მოზიზღი...ერთი სიტყვა მაინც დაგეწერათ იმაზე, რომ ვითამ ამჯერად განსხვავებულ გარემოში ითამაშა, რომ ქუთაისში კარგი საკალათბურთო ატმოსფერო იყო, რომ ქომაგობა ქომაგობას გავდა და თბილისივით პანაშვიდი არ იყო ქუთაისის სპორტის სასახლეში. ვითა რისი გუნდია კი ვიცით ყველამ, მაგრამ შეძახილებით"საქარტველო. საქართველო" ყველა ერთად ედგა ქართულ გუნდს გვერდში....სამარცხვინო საიტი ხართ....
ლეიკერსმა გოლდენს მოუგო, და ეგენი 1 თამაშსაც ვერ იგებენ
Batumshi unda etamashat ik moigebdnen
ძაანაც კარგი