ფეხბურთი

23:05 | 6.03.2016 | ნანახია 1966 - ჯერ

გიორგი ჭანტურია: კარგი თამაში და კარგი გოლიც (+VIDEO)

გიორგი ჭანტურიამ კვლავ კარგი მატჩი ჩაატარა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში და გოლიც გაიტანა. “დუისბურგმა” გასვლაზე 1:1 დაასრულა “ბრაუნშვაიგთან”, ჭანტურიამ კი მეორე ტაიმის დასაწყისში შეაგდო, როცა კარგი პასი მიიღო თანაგუნდელისგან, საჯარიმოში შევიდა, მარჯვნიდან ოდნავ ცენტრისკენ წაიღო ბურთი და მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა. ამ გოლით “ზებრები” დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე გაუშვეს.

ჭანტურია 78-ე წუთზე შეცვალეს. “დუისბურგი” ბოლო ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში დარჩენა გაუჭირდება. ჭანტურიასთვის კი სეზონის დარჩენილი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მისით ბუნდესლიგის გუნდებიც არიან დაინტერესებულნი: “კიოლნზე” და “ვერდერზე” გერმანულ პრესაშიც დაიწერა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:36 | 07.03.2016
BEERTRANCE (97819)

იმედია გოლების სერია ექნება (თავში ავარდნების გარეშე).

23:31 | 06.03.2016
Buratino (3505)

კარგია გიო, ეგრე განაგრძე და მართლაც რეალური იქნება 1-ლ ბუნდესლიგაში გადასვლა (თუმცა ამ მომენტში ჯერ მაინც არ მგონია გარანტირებული)

23:12 | 06.03.2016
Shevche (15054)

დუისბურგის გვერდზე გერმანელები წერენ 11 ჭანტურია გვჭირდებაო და აქ კიდევ იძახიან ვერ ქაჩავსო )

00:47 | 07.03.2016
stoikovich (5984)

ღმერთმა ქნას გაქაჩოს ყველას გაგვეხარდება, მაგრამ ჯერ რომელ გაქაჩვაზეა საუბარი ვერ ვხვდები...

14:16 | 07.03.2016
butunichi (559)

შენ რომელ გაქაჩვაზე იძახი აბა?

17:10 | 07.03.2016
stoikovich (5984)

რომელ გაქაჩვაზე და ნორმალურ გუნდში და ნაკრებში სტაბილური თამაში, და არა წყალწაღებულ დუისბურგში წამიერი გამონათება.

01:37 | 07.03.2016
Shevche (15054)

დუისბურგში გაქაჩვაზე. ტუპიაკი მწვრთნელი რომ არ ათამაშებდა, ჩამოწერეს აქაც უკვე. დააყენა როგორც იქნა და გამოჩნდა, რომ თუ ვინმე რამეს თამაშობს მაგ გუნდში, პირველ რიგში ჭანტურია.

23:28 | 06.03.2016
რენე ფერეირა (6798)

მერე ოქრიც წაიყვანონ და ბუნდესლიგის საგზურზეც გაიწევენ

01:39 | 07.03.2016
Shevche (15054)

ოქრიც არანაკლებ გამორჩეული იქნებოდა, დარწმუნებული ვარ.

0.137765