კალათბურთი

22:58 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 19-მა ქულამ “დარუშაფაკა” მარცხისგან ვერ იხსნა

ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც თურქულ “დარუშაფაკაში” ადაპტაცია საკმაოდ გაუგრძელდა, ბოლო მატჩებია შეუდარებლად გამოიყურება და სტამბოლური კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

ჩემპიონატის გასულ ტურში “დარუშაფაკამ” “იესიგირესუნთან” გასვლითი მატჩი 72:77 წააგო, არადა, მარკოიშვილმა წარმატებისთვის მაქსიმუმი გაიღო. მან 24:13 წუთში 19 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა და სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი და 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის გარდა კი, სტამბოლური კლუბის რიგებში 10-ქულიან ზღვარს მარკუს სლოტერი (12), სკოტ ვილბეკინი (11) და სემიჰ ერდენიც (11) ასცდნენ.

“დარუშაფაკა” 12 მოგებით და 8 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 14 მარტს, შინ, “ქონიასპორთან” ჩაატარებს.

0.114782