კალათბურთი

22:22 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის 24 ქულა და გამარჯვება ოვერტაიმში

ვიქტორ სანიკიძის “ანკარა ტედ კოლეჯლილერმა” თურქეთის საკალათბურთო ჩემპოიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა, ქართველი ფორვარდი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 24 ქულა ჩააგდო.

ანკარელები “ქონიასპორს” სტუმრობდნენ და მეტოქე მხოლოდ ოვერტიმშიღა “გატეხეს” – 100:95. სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და 36:08 წუთს ითამაშა, სათადარიგოთა სკამზე კი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.

ვიქტორმა 9-დან 7 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 24 ქულას კი 9 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.

სტუმართა რიგებში მარკო ტომასი (20 ქულა), ფრანკ ელეგარი (19) და ჯეი ლუკასიც (13) გამოირჩნენ, ქონიელებს კი ერნესტ ბრემერის (29) და ლეონ ჯეფერსონის (23) ჩინებულმა თამაშმა ვერ უშველა.

“ანკარა ტედ კოლეჯლილერმა” მე-20 ტურში მე-8 გამარჯვება იზეიმა და მერვედგილოსან “ბუიუჩეკმეჩეს” ორადორი გამარჯვებით ჩამორჩება, ამდენად, პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. სანიკიძის კლუბი მომდევნო მატჩს 12 მარტს, შინ, “გალათასარაისთან” ჩაატარებს.

0.131554