დღეს რუსულ პრემიერლიგაში მოსკოვური დერბია, ცსკა “სპარტაკს” უმასპინძლებს. ჯანო ანანიძე ვერ ითამაშებს, რადგან მცირე ტრავმა აწუხებს.
როგორც იცით, ჯანოს საკმაო ხანი გაუცდა, სექტემბრიდან მოყოლებული ვერ თამაშობდა, იანვრის ბოლოს კი მწყობრში ჩადგა. წინა თვეში მან ორიოდე ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. იმედია, ჯანოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური გახდება – ტრავმებმა ძალიან დარია ხელი.