რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე “აეროფლოტის ღია პირველობაზე” 5 ტური მიილია, ქართველ მოჭადრაკე ბაადურ ჯობავას (2676) კი აქტივში 2.5 ქულა აქვს და 86 მონაწილეს შორის 41-ე ადგილი უკავია.
გასულ ტურში ბაადური შავი ფიგურებით რუს ანტონ დემჩენკოს (2583) დაუზავდა, დღეს კი, მე-6 ტურში თეთრებით კიდევ ერთ რუს კირილ ალეკსეენკოს (2554) ეთამაშება.
5 ტურის თავზე “აეროფლოტ ოუფენის” ერთპიროვნული ლიდერი რუსი ევგენი ნაიერი (2664) გახლავთ, რომელსაც 4.0 ქულა გააჩნია.