თამაშგარე

20:15 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლული ფერნანდესი, ლუკას ბილია და კასპელი მედოლე

კასპელ მედოლე ზაურა ხატისოვს ისე არ გადასტყავებია ხელისგულები დოლზე ბრახუნისაგან, როგორც სრულიად არგენტინას ტაშის დაკვრისაგან მას შემდეგ, რაც “ვერცხლისქვეყნელმა” მოდელმა, ჭიათურის მაღაროსავით მიუდგომელმა, ლული ფერნანდესმა კაბა სატელევიზიო პირდაპირ ეთერში გაიძრო და ულამაზესი სხეული გამოამზეურა.

და რაში გამოიხატება სენიორიტა ლულის მიუდგომლობა? მიუხედავად იმისა, რომ ამ ასულს ფოტოკამერების წინ ტანსაცმლის შემოძარცვა არასოდეს დაზარებია, მასთან თანაყოფის მსურველები მაინც უკმაყოფილონი რჩებიან, რადგან ლული ფერნანდესი თავის იმიჯს საკმაოდ ძვირად აფასებს და ყოველ მეორეს ნამდვილად არ დააჭერინებს ხელში აზღუდის შესაკრავს.

ერთ-ერთი გამონაკლისი, ვისთანაც ლულიმ სიძვა არ იუკადრისა, არგენტინელი ფეხბურთელი, ლუკას ბილია იყო. ეგეც რა? ერთხელ “იმასქნეს” და მერე ფერნანდესის ქალმა მასაც დაუხურა გულის კარები. ნუ ახლა ჩვენ გულის კარები ვთქვათ...

0.15302