პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
“სელტასთან” მოგებულ (7:1) პრიმერადივიზიონის 28-ე ტურის მატჩში, პორტუგალიელმა პოკერი შეასრულა და ლეგენდარული ტელმო ზარას (251) შედეგი ორი ბურთით გააუმჯობესა. ახლა უკვე, რონალდუ მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება. infostrada sports-ის ინფორმაციით, მესის ლა ლიგაში 305 გოლი აქვს გატანილი.