ფეხბურთი

20:00 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი ეროვნული ნაკრების მაისურით ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და “ბარსელონას” თავდამსხმელ ლუის სუარესს ფიფასგან მინიჭებული სანაკრებო დისკვალიფიკაცია დაუმთავრდა და ეროვნული გუნდის მაისურით ოფიციალური მატჩების ჩატარებას შეძლებს.

სუარესი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯორჯო კიელინის კბენისთვის ფიფამ 9 ოფიციალური მატჩით დასაჯა. ბოლო შეხვედრა საერთაშორისო დონეზე ლუისისთვის იტალიის ნაკრებთან მუნდიალზე გახლდათ. მას შემდეგ სამხრეთამერიკელი მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში თუ იღებდა მონაწილეობას.

ურუგვაი 26 და 30 მარტს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს ბრაზილიის და პერუს წინააღმდეგ გამართავს. ოსკარ ტაბარესმა ლუის სუარესი გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა. 4 ტურის შემდეგ სამხრეთ ამერიკის ზონაში პირველ ადგილზე ეკვადორი 12 ქულით იმყოფება, ხოლო ურუგვაი (9ქ) მეორე პოზიციაზე გახლავთ.

0.109942