რაგბი

19:13 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი რუსთავში დაეცა

საქართველოს ბოლო სამი წლის ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი თბილისის „ლელო-სარასენსი“, მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „ხარებთან“ დამარცხდა.

რუსთავში გამართული მატჩი მასპინძლებმა დიდი მოტივაციით ჩაატარეს, 4-მატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტეს და საკუთარი გულშემატკივარი გაახარეს. თავის მხრივ, იოლი მოგების მოლოდინი ძვირად დაუჯდა „ლელო-სარასენსს“, რომელსაც აქამდე ზედიზედ შვიდი მოგება ჰქონდა. მარცხის მიუხედავად მოპოვებულმა გამარჯვებებმა ჩემპიონს პირველი ადგილის შენარჩუნების საშუალება მისცა.

„ხარებმა“ საკუთარი ქომაგების წინაშე მაგრად მოინდომეს, განსაკუთრებით დაცვაში და თბილისელთა სწრაფ უკანახაზელებს უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მისცეს. მათ იმძლავრეს შერკინებაში და დიდ 10-ში ადგილის დაბევებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. თამაში ორმხრივი შეცდომებით დაიწყო, ამით სტუმრებმა მეტად იხეირეს და დაახლოებით 40 მეტრიდან ირაკლი ყიასაშვილმა ანგარიში გახსნა. გუნდები ხელდახელ, სისწრაფის ხარჯზე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას და რადგან შეცდომები მოსდიოდათ, ფეხით ტაქტიკური დარტყმებით ცდილობდნენ მანძილის მოგებას. „ლელო-სარასენსი“ თითქოს უკეთ უტევდა, განსაკუთრებით სანდრო თოდუა აქტიურობდა.

ტაიმის შუაში რეფერიმ ლელოელი სანდრო ქოიავა გაასინბინა, თუმცა ამით ბევრი არაფერი შეცვლილა და თბილისელები მეტოქის ნახევარზე დარჩნენ. ასე გაგრძელდა 32-ე წუთამდე, მერე გიორგი ნათელაშვილმა მეტოქის ზურგს უკან სივრცე შენიშნა და ფეხით ითამაშა, მეტოქის 22-ში ბურთს თორნიკე თეგეთაშვილი დაეუფლა, ორ მცველს ცრუმოძრაობებით აუარა გვერდი და ლელო ძელებს უკან დაამიწა, რასაც უჩა მჭედლიშვილის ზუსტი გარდასახვა მოყვა - 7:3. „ლელო-სარასენსს“ სწრაფად შეეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ თემურ ჩიტიძემ კარგი კონტრშეტევისას პასი ვერ შეიმაგრა, არადა მის წინ აღარავინ რჩებოდა და ტაიმი „ხარებმა“ 4 ქულის სხვაობით მოიგო.

მეორე ტაიმში რუსთაველებმა თამაშის ტემპი დააგდეს. ხშირი იყო შერკინებები და მსაჯი მის მოწყობას დიდ დროს ანდომებდა. საწყის 10 წუთში „ლელო-სარასენსი“ უპირატესობას ფლობდა, ერთი პერიოდი მეტოქე შერკინებაშიც დაჯაბნა, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახა და „ხარები“ მეტოქის ნახევარზე გადავიდა. შემდეგი 10 წუთი მასპინძლების იყო, რომელთაც ხელსაყრელ პოზიციაზე ორჯერ მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება და მჭედლიშვილმა, რომელსაც ერთი არეკნი გაუცუდდა, ანგარიში 13:3 გახადა.

ჩემპიონი იოლად რომ არ დანებდებოდა ცხადი იყო და დასკვნით 20 წუთში მაგრად მოინდომა, თუმცა რატომღაც ჯარიმებით ქულების აღებაზე ნაადრევად თქვა უარი. მასპინძლებმა მათი მიძალება ზედ ლელოს ხაზზე რამდენჯერმე შეაჩერეს, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე მოლიდან ლელო მიიღეს. გარდასახვა არაზუსტი იყო და „ლელო-სარასენსი“ კვლავ ლელოზე თამაშობდა, ოღონდ იერიშის დაწყება საკუთარი ნახევრიდან მოუხდა, 40-მეტრიან ხაზთან ბურთი დაიკარგა, შეცდომების სერიის შემდეგ ის უკვე თბილისელთა 22-ში რატი ღამბაშიძემ აიტაცა და ლელოთი „ლელო-სარასენსს“ პრემიალური ქულაც აართვა, ხოლო ზუსტმა გარდასახვამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 20:8 „ხარების“ სასარგებლოდ.

ფოთის სტადიონზე მისულ ნეიტრალურ მაყურებელს მოლოდინი გაუმართლდა. „ბათუმი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეიბნენ. პირველი ტაიმი ზღვისპირელებმა 9:3 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ თბილისელებმა უკეთ ითამაშეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს - 17:15. „ბათუმს“ პრემიალური ქულა შეხვდა და ჯერჯერობით მესამე ადგილზე რჩება, მაგრამ მდევრებს, რომლებიც ხვალ თამაშობენ, მისი გადასწრების შანსი აქვთ, ხოლო „ლოკომოტივი“ მეორე ადგილზე გამაგრდა და ლიდერს მიუახლოვდა.

დიდი ბრძოლა გაუმართა ქუთაისში „აიას“ თბილისის „არმიამ“. პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ზუსტი დარტყმა გაცვალეს და „აიამ“ ერთი ლელოც გაიტანა. მეორე ტამში მასპინძლების ლელო-გარდასახვას სტუმრებმა 10 ქულით უპასუხეს, მაგრამ ეს „არმიას“ მხოლოდ პრემიალური ქულისთვის ეყო. ქუთაისელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და იმის შანსი შეინარჩუნეს, რომ პლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობისთვის იბრძოლონ.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. დიდი 10. XV ტური

5 მარტი

რუსთავი

ხარები [რუსთავი] - ლელო-სარასენსი [თბილისი] 20:8 [7:3]

ქუთაისი

აია [ქუთაისი] - არმია [თბილისი] 18:16 [11:6]

ფოთი

ბათუმი [ბათუმი] - ლოკომოტივი [თბილისი]15:17 [9:3]

5/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

15

11

1

3

2

1

0

281:217

+64

30/21

49

2

ლოკომოტივი თბილისი

15

10

1

4

1

4

0

278:212

+66

29/15

47

3

ბათუმი ბათუმი

15

9

1

5

1

5

0

257:217

+40

20/11

44

4

ჯიქი გორი

14

8

1

5

4

3

0

223:151

+72

25/10

41

5

აია ქუთაისი ^

15

8

2

5

1

3

0

247:221

+26

21/17

40

6

ყოჩები ბოლნისი

14

9

0

5

1

3

0

250:221

+29

19/20

40

7

აკადემია თბილისი

14

5

0

9

0

4

0

133:207

-74

08/22

24

8

ხარები რუსთავი

15

5

0

10

0

5

0

186:248

-62

16/27

25

9

არმია თბილისი

15

3

1

11

0

8

0

242:319

-77

17/36

22

10

არმაზი თბილისი

14

1

1

12

0

7

0

186:270

-84

18/24

13

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

5/03 @ 16.50

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

6 მარტი

თბილისი. „შევარდენი“. 14:00 საათი

არმაზი [თბილისი] - ჯიქი [გორი]

თბილისი. „ავჭალა“. 15:00 საათი

ყოჩები [ბოლნისი] - აკადემია [თბილისი]

www.worldrugby.ge

თეგებიდიდი 10
0.121402