ფეხბურთი

18:37 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიაში პეტკოვიჩს ენდობიან

შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ პეტოკოვიჩს ნდობა გამოუცხადა და კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც შვეიცარიელთა ვებგვერდი იტყობინება, ბოსნიელი სპეციალისტი ამჟამინდელ სამსახურს 2017 წლამდე შეინარჩუნებს, ხოლო თუ შვეიცარია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გასვლას მოახერხებს, იგი ავტომატურად გახანგრძლივდება რუსეთში გასამართი მუნდიალის ბოლომდე.

პეტკოვიჩმა შვეიცარიის ნაკრები 2014 წელს ჩაიბარა და გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. შვეიცარიელთა მთავარმა გუნდმა შესარჩევ ციკლში 21 ქულა დააგროვა და ფინალურ ეტაპზე მეორე ადგილით გააღწია.

მოგეხსენებათ, “წითელი ჯვაროსნები” A ჯგუფში მასპინძელ საფრანგეთთან, ალბანეთთან და რუმინელებთან ერთად არიან.

0.111122