ფეხბურთი

18:07 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიამ სპარინგ-პარტნიორები შეარჩია

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატამდე 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ინფორმაციას პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ორ მატჩს ფერნანდუ სანტუშის შეგირდები მარტში გამართავენ. 26-ში ლეირიაში ბულგარეთს მიიღებენ, სამ დღეში კი ფიფას რეიტინგის პირველადგილოსან ბელგიას სტუმრად დაუპირისპირდებიან. 29 მაისს პორტუგალია ნორვეგიას უმასპინძლებს, 2 ივნისს კი “უემბლიზე” ინგლისს შეხვდება. 8 ივნისს სანტუშის შეგირდები მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით მატჩს საკუთარ მოედანზე ესტონეთთან ჩაატარებენ და ამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

პორტუგალია ევრო 2016-ის პირველ მატჩს ისლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 14 ივნისს სენტ-ეტიენში გამართავს.

0.118893