ჩოგბურთი

17:32 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ დანიასთან ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო

დევისის თასზე ჩოგბურთში ევრო/აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში მოასპარეზე საქართველოსა და დანიის ნაკრებ გუნდებს შორის მესამე, ამჯერად წყვილთა შორის, შეხვედრა ჩატარდა. მასპინძელთა წარმომადგენლები ნიკოლოზ ბასილაშვილი და გიორგი ცივაძე დანიელებს ფრედერიკ ნილსენისა და ტომას კრომანის წყვილს დაუპირისპირდნენ. ამ წყვილში ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ, რომლის ლიდერ ნილსენს წყვილთა შორის უიმბლდონის 2012 წლის ტურნირიც კი აქვს მოგებული.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრამ დანიელთა უპირატესობით ჩაიარა, 3:0 გაიმარჯვა, სერიაში 3:0 დაწინაურდა და დარჩენილი 2 შეხვედრის მიუხედავად, პირველი ჯგუფის საგზურისათვის ბრძოლას აგრძელებს, სადაც სავარაუდოდ ფინეთს დაუპირისპირდება, რომელიც ზიმბაბვე ამარცხებს. საქართველო კი ა ჯგუფში დარჩენისათვის გააგრძელებს ბრძოლას, რომლის მეტოქეც ფინეთი - ზიმბაბვეს შეხვედრაში დამარცხებული იქნება. ეს მატჩიც თბილისში, 15-17 ივლისს ჩატარდება.

დღევანდელი შეხვედრის პირველმა სეტმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. მდევრის როლში მყოფი ქართული წყვილი სეტის ბოლოს ორჯერ 5:4 შემდეგ 6:5 დაწინაურდა, მაგრამ მისი მოგების შანსი ერთხელაც ვერ გამოიყენა. დანიელებმა სეტში 6:6 ანგარიში გაათანაბრეს, ტაიმ-ბრეიკი გამანადგურებელი ანგარიშით 7:0 მოიგეს და შეხვედრაში 1:0 დაწინაურდნენ. ისევე როგორც ერთეულთა შორის, ქართველები წყვილთა შორისაც მომდევნო სეტებში წაგებას ნაადრევად შეურიგდნენ, თითქმის უბრძოლველად 1:6, 2:6 დათმეს და როგორც უკვე ავღნიშნეთ 0:3 დამარცხდნენ.

ხვალ დაგეგმილია ერთეულთა შორის 2 შეხვედრა, რომელსაც ფორმალური სახე აქვს და საერთო შედეგზე გავლენას ვეღარ მოახდენს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი/გიორგი ცივაძე - ფრედერიკ ნილსენი/ტომას კრომანი 0:3 (6:7 (0:7) 1:6, 2:6)

0.202147