ფეხბურთი

16:57 | 5.03.2016 | ნანახია 1382 - ჯერ

სანდრო გურულის გადამწყვეტი გოლი, ხუბუტიას მოგება

აზერბაიჯანის ჩემპიონატში აზალ-მა გასვლაზე 1:0 სძლია ლენქორანის “ხაზარს” და ეს ერთადერთი გოლი სანდრო გურულმა გაიტანა. მან 36-ე წუთზე თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა. გურულის გარდა, აზალ-ში ნუგზარ კვირტიამაც ითამაშა. სწორედ ქართველები გამოირჩევიან ამ გუნდში. აზალ-ს ძალიან ცოტა აქვს გატანილი (13 ბურთი), აქედან კვირტიას აქვს 4, ხოლო გურულს – 3. თან თითქმის ყველა გოლი გადამწყვეტი გამოდგა.

სლოვაკეთში აკაკი ხუბუტიას “მიხალოვცემ” გასვლაზე მოულოდნელად სძლია “ჟილინას” – 3:2. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა, გაფრთხილებაც მიიღო. “მიხალოვცე” ბოლოდან მესამე ადგილზეა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:18 | 31.08.2021
lagashi (6738)

კარგია….

10:23 | 31.08.2021
fidofido (3392)

ეხლა გამოჩნდება რეალურად რას წარმოადგენს

01:57 | 31.08.2021
dinamo222 (8587)

საერთოდ უნდა წამოვიდეს იმ მეციდან !

0.068665
1382