ფეხბურთი

15:44 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატების რეიტინგი: ლა ლიგა უპირატესობას ზრდის

საფეხბურთო ჩემპიონატების რეიტინგში, რომელსაც უეფა ადგენს, ლიდერი უცვლელია. ესპანეთის ლა ლიგას კონკურენტებთან კვლავ დიდი უპირატესობა გააჩნია და ძნელად სავარაუდოა, უახლოეს ხანებში პირველ ადგილში რომელიმე სხვა ქვეყნის პირველობა შეეცილოს.

მეორე პოზიციას კვლავაც გერმანიის ბუნდესლიგა იკავებს, ხოლო სამეულს ინგლისის პრემიერლიგა ასრულებს. რაც შეეხება იტალიის სერია A-ს, მეოთხე ადგილზეა და ევროტურნირებზე აპენინელთა ცუდი გამოსვლის შედეგად პრემიერლიგასთან ჩამორჩენა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა.

ჩემპიონატების პირველი ათეული:

1 ესპანეთი (ლა ლიგა) – 97.713 ქულა (15.928 მიმდინარე სეზონში) 7-დან 7 გუნდი თამაშობს ევროტურნირებზე ამ დროისთვის

2 გერმანია (ბუნდესლიგა) – 77.177 (13.428) 7-დან 4

3 ინგლისი (პრემიერლიგა) – 73.909 (11.875) 8-დან 6

4 იტალია (სერია A) – 70.272 (11.33) 6-დან 3

5 საფრანგეთი (ლიგა 1) – 52.082 (10.416) 6-დან 1

6 პორტუგალია (პრიმერა ლიგა) – 51.915 (9.333) 6-დან 2

7 რუსეთი (პრემიერლიგა) – 51.082 (11.500) 5-დან 1

8 უკრაინა (პარი მატჩი) – 42.483 (7.400) 5-დან 2

9 ბელგია (იუპერლიგა) – 40.000 (7.400) 5-დან 2

10 ჰოლანდია (ერედივიზიონი) – 35.396 (5.583) 6-დან 1

რაც შეეხება საქართველოს უმაღლეს ლიგას, ძველებურად 36-ე პოზიციას იკავებს 8.125 ქულით. ქართულმა კლუბებმა, რომლებიც ევროტურნირებს ზაფხულშივე გამოეთიშნენ, წლეულს ჩვენს ჩემპიონატს სარეიტინგოდ მხოლოდ 0.625 ქულა შესძინეს.

0.128723