რაგბი

12:00 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსები საქართველოსთან მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობით ემზადებიან

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე რაუნდში საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის 31-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

„დათვები“ 4 მარტიდან 10 მარტამდე სოჭის სასწავლო ცენტრში გაივლიან შეკრებას, რის შემდეგაც მწვრთნელი 23 მორაგბეს შეარჩევს, თამაში კი, 12 მარტს სოჭის ცენტრალურ სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

გაფართოებულ შემადგენლობაში 14 მორაგბე კრასნოიარსკის „ენისეიდანაა“, 7 კრასნოიარსკის მეორე კლუბ, რუსეთის ჩემპიონ „კრასნი იარიდან“, ხოლო 6 „ვვა-პოდმოსკოვიეს“ წარმომადგენელია. გუნდში ერთი ლეგიონერია, ანდრეი ოსტრიკოვი ინგლისის „სეილ შარქსიდან“, რომელიც პერვუხინმა სპეციალურად ქართველების წინააღმდეგ სათამაშოდ გამოიძახა. ახალი სახეა სერგეი ტრიშინი. გუნდს ტრავმების გამო დააკლდა პაველ ბუტენკო და ევგენი მატვეევი.

რუსეთის ნაკრები: ნაზირ გასანოვი, ინოკენტი ზიკოვი, ევგენი ელგინი, დმიტრი კროტოვი, ევგენი პრონენკო, ანტონ რუდოი, სტანისლავ სელსკი, ანდრეი ტემნოვი, იური კუშნარიოვი, კონსტანტინ უზუნოვი, ალექსეი შერბანი, რამილ გაისინი, იგორ კურაშოვი, დენის სიმპლიკევიჩი [ყველა „ენისეი“], აზამატ ბიტიევი, ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, რუშან იაგუდინი, ვასილი არტიომოვი, იგორ გალინოვსკი, ვლადიმირ რუდენკო [ყველა „კრასნი იარი“], სერგეი სეკისოვი, ალექსეი ვოლკოვი, ვლადიმირ პოდრეზოვი, სერგეი იანუშკინი, მიხაილ ბაბაევი, სერგეი ტრიშინი [ ყველა „ვვა-პოდმოსკოვი“], დენის ანტონოვი, მიხაილ სიდოროვი [ორივე „სლავა“], ტაგირ გაჯიევი [„ყუბანი“], ანდრეი ოსტრიკოვი [„სეილ შარქსი“, ინგლისი].

www.worldrugby.ge

0.122105