უეფას გადაწყვეტილებით, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა და ევროპა ლიგის ფინალურ მატჩებში გოლის დაფიქსირების ტექნოლოგიას გამოიყენებენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უეფას ვებგვერდიც ადასტურებს.
მოგეხსენებათ, აქამდე ზემოხსენებული ტექნოლოგია ინგლისის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში უკვე სისტემატურად გამოიყენება, ხოლო პირველად იგი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამოიყენეს.
შეგახსნებეთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს, მილანში “ჯუზეპე მეაცას” სტადიონზე გაიმართება, ევროპა ლიგის კი, 18 მაისს, ბაზელში, “სენტ იაკობს პარკზე” ჩატარდება.
ისე კი, გოლის დაფიქსირების ტექნოლოგია ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზეც იქნება და ამასთან, ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონში ყველა მატჩში გამოიყენებენ.