ფეხბურთი

11:18 | 5.03.2016 | ნანახია 3364 - ჯერ

მაასი ყაზაიშვილს პირადად ესაუბრა

არნემის “ვიტესის” მთავარი მწვრთნელი რობ მაასი გუნდის ქართველ ლიდერ ვაკო ყაზაიშვილს შეხვდა. როგორც ინტერნეტპორტალი omroepgelderland.nl იტყობინება, არნემელთა თავკაცმა ყაზიაშვილთან გასაუბრება მას შემდგომ გადაწყვიტა, რაც ერედივიზიონის ბოლო ტურში “ვილემ II”-თან (0:1) მატჩისას ვაკომ უკმაყოფილება გამოხატა, როდესაც ის მაასმა შეცვალა.

“ვესაუბრე ვაკოს თავის პოზიციასთან დაკავშირებით. იგი უკმაყოფილოა, რადგან მას პოზიცია შევუცვალე” – თქვა მაასმა.

წყაროს ინფორმაციით, თავად ყაზაშვილმა კი აღნიშნულზე კომენტარის გაკეთება ჟურნალისტებთან არ ისურვა.

გუშინვე, ჰოლანდიურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მაასი ქართველ ფეხბურთელს “როდასთან” მატჩში ძველ სათამაშო პოზიციაზე დაბრუნებას უპირებს – შემტევ ნახევარმცველად.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:34 | 05.03.2016
juansher (788)

და რა პოზიციაზე ათამაშა რომ გეთქვათ? თქვენი ჟურნალისტობა არ გაიშვა.

18:10 | 05.03.2016
l_e_o_n_i (340)

Warmatebebi vakos, mondomebuli da shromismoyvare bichia da kidevac agwevd warmatebebs. Sagolll...

14:57 | 05.03.2016
riva (2859)

ეს ტრენერი მაგარი თოფაძეა, რეებს იგონებს, რატომ შლის აწყობილ გუნდს პროსტა

12:12 | 05.03.2016
drogba-11 (13246)

ვაკო იფიქრე ძმაო განვითარებაზე და წინსვლაზე როდემდე უნდა იყო მანდ ჯობია ცოტა ძლიერ გუნდში მოსინჯო ძალები დავიჯერო პსვ ან აიაქსში შენზე კარგი იგროკები ყავთ

13:45 | 05.03.2016
BEERTRANCE (97819)

რო იყოს ვარიანტი არა მგონია ხელიდან გაეშვა

12:39 | 05.03.2016
რაჭა (10043)

ეპატიჟებიან და არ მიდის?????

12:11 | 05.03.2016
barca_giorgi (385)

სხვა რა გზაა ააქვს უდნა დააბრუნოს ესაა გუნდშიი ყველაზეე მაღალი დონის ფეხბურთელი და პლიუს იცის როო ამისგაან ვიტესმა ფული უნდა იშოვოს ზაფფხულში ამიის განაწყენებაა იმენაა არ აწყოობთ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121995
სარეკლამო ადგილი - 99
X x X