ფეხბურთი

23:25 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის TOP 50

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის 50 საუკეთესო ფეხბურთელი შეადგინა და მათგან საუკეთესო 11-ს კი უეფას საიტზე გამოკითხივს შედეგად გამოავლენს.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ ფეხბურთელები აქამდე გამართული ყველა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის, 1960 წლიდან 2012 წლამდე შეარჩია.

უეფას რჩეული 50-ეულის სია შემდეგნარია:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია), იკერ კასილასი (ესპანეთი), პიტერ შმეიხელი (დანია), ლევ იაშინი (რუსეთი), დინო ძოფი (იტალია)

მცველები: ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია), ლორან ბლანი (საფრანგეთი), ტრაიანოს სდელასი (საბერძნეთი), ჯაჩინტო ფაკეტი (იტალია), კარლჰეინც ფორსტერი (გერმანია), ჟორდი ალბა (ესპანეთი), ფილიპ ლამი (გერმანია), პაოლო მალდინი (იტალია), ანტონ ონდრუსი (სლოვაკეთი), კარლეს პუიოლი (ესპანეთი), რონალდ კუმანი (ჰოლანდია), სერხიო რამოსი (ესპანეთი), ფრანკ რაიკაარდი (ჰოლანდია), მატიას ზამერი (გერმანია), ლილიან ტურამი (საფრანგეთი)

ნახევარმცველები: დრაგან ჯაიჩი (სერბეთი), რუუდ გულიტი (ჰოლანდია), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), პაველ ნედვედი (ჩეხეთი), გიუნტერ ნეტცერი (გერმანია), ანტონინ პანენკა (ჩეხეთი), ანდრეა პირლო (იტალია), მიშელ პლატინი (საფრანგეთი), კარელ პობორჟსკი (ჩეხეთი), ლუის სუარესი (ესპანეთი), ჟან ტიგანა (საფრანგეთი), ჩავი ერნანდესი (ესპანეთი), თეოდოროს ზაგორაკისი (საბერძნეთი), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ოლივერ ბირჰოფი (გერმანია), ანგელოს ხარისტეასი (საბერძნეთი), ბრაიან ლაუდრუპი (დანია), გერდ მიულერი (გერმანია), ტიერი ანრი (საფრანგეთი), ჰორსტ ხრუბეში (გერმანია), ვალენტინ ივანოვი (რუსეთი), კარლ-ჰაინც რუმენიგე (გერმანია), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), ალან შირერი (ინგლისი), ფერნანდო ტორესი (ესპანეთი), დავიდ ტრეზეგე (საფრანგეთი), მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია), დავიდ ვილია (ესპანეთი), დავორ შუკერი (ხორვატია)

უეფას გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამინს შეუძლია.

თეგებიუეფა
0.113563