ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო შაფათავამ ბრაზილიურ კამპინასში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
მე-2 ნომრად განთესილმა ქართულმა წყვილმა თურქულ დუეტს (აილა აკსუ-მელის სეზერი) 6:2, 6:3 სძლია. თუ ვინ დადგებიან ნახევარფინალში სოფოს და ეკატერინეს პირისპირ, მოგვიანებით გაირკვევა.