ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ამხანაგური შეხვედრა დასრულდა. სფფ-ს აკადემიის 14-წლამდელთა გუნდმა (2002 წელს დაბადებულები) სომეხ თანატოლებს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა მეტოქე. ქართველთაგან ორჯერ გაიტანა დვალმა, ხოლო თითო-თითო გოლი ფოცხცერიამ (პენალტით) და კვარაცხელიამ მიითვალეს. სტუმართა შემადგენლობიდან კი აცავერდიანმა დუბლი შეასრულა.
დღესვე, სფფ-ის 15-წლამდელები ეთამაშებიან სომეხ თანატოლებს.







