ჩოგბურთი

19:00 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

დანიას გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებისთვის, რომელიც თბილისის ახალ სპორტულ სასახლეში დანიას ხვდება, დევისის თასის გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პირველი დღე უიღბლო აღმოჩნდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის კრისტიან სიგსგაართან დამარცხების შემდეგ, თანაგუნდელის ბედი გიორგი ცივაძემაც (857) გაიზიარა, რომელიც მასზე ბევრად უფრო გამოცდილ და მაღალი რეიტინგის მქონე ფრედერიკ ნილსენს (431) შეხვდა.

ცივაძემ მეტოქისათვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ სეტში შეძლო, რომლის ბედიც თაიბრეიქში გადაწყდა - გიორგიმ 5:6-ზე ანგარიში გაათანაბრა და თამაში თაიბრეიქში გადაიყვანა. აქ ნილსენის უპირატესობა აშკარა იყო, რომელმაც 7:3 სძლია მეტოქეს და 1-0 დაწინაურდა. მომდევნო სეტებში შეიძლება ითქვას, რომ ცივაძე წაგებას ნაადრევად შეურიგდა, საერთოდ მოეშვა და მეტოქეს თავისუფლად თამაშის საშუალება მისცა. ნილსენმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, მეორე სეტი 6:0, ხოლო მესამე 6:1 მოიგო, 3-0 დაამარცხა მეტოქე და თანაგუნდელები ამ გამარჯვების შემდეგ 2-0 დააწინაურა.

ამრიგად მასპინძელთა დასამარცხებლად დანიელებს ერთი მოგებაღა ჰყოფნით და მომდევნო ეტაპამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.

5 მარტს დაგეგმილია წყვილთა შეხვედრა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება. ბასილაშვილი-ცივაძის წყვილი ნილსენ -თომასკრომანის წყვილს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-დანიის დაპირისპირება 5 შეხვედრისაგან შედგება და 3 მოგებამდე გრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე გამორიცხული არაა, რომ ეს მატჩი ვადაზე ადრე ხვალვე დასრულდეს დანიელი წყვილის გამარჯვების შემთხვევაში.

გიორგი ცივაძე - ფრედერიკ ნილსენი 0-3 (6:6 (3:7), 0:6, 1:6)

0.115706