25 წლის მეკარე გიორგი მაკარიძემ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ერთი თვე ვერ ითამაშებს. როგორც იცით, მაკარიძე პორტუგალიის პირველი ლიგის კლუბ “ფეირენსეში” ერთ-ერთი საუკეთესოა და როგორც თავად მისგან შევიტყვეთ, პორტუგალიის უმაღლესი ლიგის სამი გუნდისგანაც აქვს შემოთავაზება – “მორეირენსესგან”, “ბოავიშტასგან” და “ნასიონალისგან”.
“ვარჯიშის დროს ფეხი გადამიბრუნდა და მენისკის ოპერაცია დამჭირდა” – უთხრა worldsport.ge-ს გიორგიმ.
და რაც შეეხება შემოთავაზებებს, მაკარიძემ არ გამორიცხა, რომ “ფეირენსეში” დარჩეს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ კლუბი უმაღლესში გადავა:
“თუ “ფეირენსე” გადავა უმაღლესში, მაშინ აქ მირჩევნია დარჩენა. თუ არა, ალბათ “მორეირენსეში” წავალ. ჯერ ველოდები და ვნახოთ. მაისში “ფეირენსესთან” მიმთავრდება ხელშეკრულება და გადავწყვეტ. ყველა ვარიანტში უმაღლესში ვითამაშებ”.
ცნობისთვის, “ფეირენსე” პირველ ლიგაში ლიდერთა ჯგუფშია და უმაღლესში გადასვლის შანსი აქვს. “მორეირენსეს” რაც შეეხება, უმაღლესში ბოლოდან მეოთხე საფეხურზეა.
შეგახსენებთ, ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩებში მაკარიძეს იძახებდნენ, თუმცა არ ათამაშებდნენ. ეს ბოლოს, თორემ გიორგი 17 წლისა იყო, ეროვნულ გუნდში დებიუტი რომ ჰქონდა – კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს 30ზე მეტი არ ღირს!!!!!
გადაირია სამყარო ბლიაძ?
მოდი პაპასთანნ ბავარიაში
ვერ ვხვდები რატომ ჰყავს ამდენი მსურველი მხოლოდ ერთი კარგი სეზონის გამო!
ეეეჰ არადა მგლების იმედი მქონდა გაისად ლიგაზე
Midit sheixebo ajobet yvelas da moiyvanet sitshi
მაგარია ეს ძაან.
კი სჯობია ოსკარს.
ეს მე მგონი ჩელსიდან გადავიდა ვოლფსბურგში. რა ბიჭი გაუშვიათ ...
გენიალური შედეგი დადო.. 10 გოლი, 20 საგოლე გადაცემა.. არანორმალურად მაგარი შედეგია
ვინც დაითრევს მაგარი შენაძენი იქნება.