ფეხბურთი

16:50 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე: “გოლების გატანა მინდა”

იტალიური ინტერნეტპორტალი Pianetaempoli.it “ემპოლის” ქართველ თავდამსხმელ ლევან მჭედლიძესთან მცირე ინტერვიუს აქვეყნებს. როგორც ხსენებულ ვებგვერდთან საუბრისას ქართველმა ფორვარდმა თქვა, სურს, გოლების გატანა დაიწყოს, რადგან გუნდს დაეხმაროს გამარჯვების მოპოვებაში. ამასთან, მჭედლიძე იმას ამბობს, ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებულიო...

- კვირას, ჩემპიონატში “ჯენოას” ეთამაშებით...

- ეს ძალიან რთული თამაში იქნება, რადგან “ჯენოა” ძლიერი გუნდია და ქულების მოპოვება სჭირდება. მათ მხარეს გამარჯვების დიდი სურვილია, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია არ მოგვიგია და კვირას ვნახოთ რა მოხდება.

- როგორც თქვი, გუნდს ზედიზედ სამი წაგება აქვს და 8 ტურია არ მოუგია...

- ჩემი აზრით, ბოლო ტურებში შეცდომები დავუშვით, ყურადღება მოვადუნეთ. რა თქმა უნდა, უკეთესად თამაში გვსურს. როგორც ვთქვი, უფრო მეტად ყურადღებით ყოფნა გვამრთებს.

- შენი ფიზიკური მდგომარეობა როგორია?

- მცირე ხნის წინ დავბრუნდი და ფორმას ნელ-ნელა ვუბრუნდები. ვგრძნობ, კარგად ვარ და გუნდისთვის ყველაფრის გაკეთება შემიძლია.

- კარგი იქნება ჩემპიონატში პირველი გოლის გატანაც...

რა თქმა უნდა, სერია A-ში პირველი გოლის გატანა ჩემთვის მორალურად ძალიან მნიშვნელოვანი და ამასთან გუნდისთვისაც. ცოტას ვთამაშობ ტრავმის მოშუშების შემდეგ, თუმცა ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული. თავდამსხმელისთვის გოლის გატანა უმნიშვნელოვანესია და მინდა თანაგუნდელებს ჩემი წვლილითაც დავეხმარო.

0.118558