ქართველი ჩოგბურთელებისათვის ძალიან ცუდად დაიწყო დევისის თასის გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში შემავალი საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრების შეხვედრა, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს. ერთეულთა შორის დანიელთა 19 წლის ურეიტინგო ჩოგბურთელმა კრისტიან სიგსგაარდმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს, ATP ერთეულთა რეიტინგში 120-ე ადგილზე მყოფ 24 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 მოუგო და თანაგუნდელები სერიაში 1:0 დააწინაურა.
ამ შეხვედრაში როგორც რეიტინგიდან ისე გამოცდილებიდან გამომდინარე ფავორიტად ბასილაშვილი ითვლებოდა, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ პროგნოზი არ გამართლდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი სეტის მიწურულს ბასილაშვილი 6:5 დაწინაურდა. აღნიშნული გეიმის მის სასარგებლოდ დასასრულებლად ნიკას ერთი გეიმის მოგებღა აშორებდა, მაგრამ სიგსგაარდმა ანგარიში გაათანაბრა და სეტი ტაიბრეიქში გადაიყვანა. აქ ბასილაშვილმა 7:4 შეძლო მეტოქის დამარცხება და 1:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ კორტის ბატონი სიგსგაარდი გახდა. დანიელმა მეორე სეტში გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 სძლია მეტოქეს, დარჩენილ 2 სეტში კი ერთნაირი ანგარიშით 6:4 - 6:4 შეძლო ბასილაშვილის დამარცხება.
ამჟამად მიმდინარეობს მეორე შეხვედრა, სადაც საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი გიორგი ცივაძე (857) დანიელთა გუნდის ლიდერ ფრედერიკ ნილსენს (431) ეთამაშება (LIVE).
რადგან გუნდის ლიდერი ბასილაშვილი პირველ შეხვედრაში დამარცხდა, საქართველოს ნაკრებს სავარაუდოდ დანიელთა დამარცხება ძალიან გაუჭირდება.
ბასილაშვილი - სიგსგაარდი 1-3 (6:6 (7:4), 1:6, 4:6, 4:6)