4 და 6 მარტს ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩენმპიონთა ლიგის, კორპორატიული ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი შეხვედრები გაიმართება.
პარასკევს, ოქროს და ვერცხლის ლიგის VII ტურისდარჩენილი სამი დაპირისპირება გაიმართება. 20:00 სთ-ზე ვერცხლის ლიგის ლიდერი,ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისგუნდი თეთრ ქუდს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ოქროს ლიგას, 21:00 სთ-ზე ვესტ ინვესტი ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერს ეთამაშება, ხოლო 22:00 სთ-ზე ნატახტარი საქართველოს ბანკის გუნდს დაუპირისპირდება.
04.03.2016.ვერცხლის ლიგა. VII ტური
20:00 ტატიშვილი - თეთრი ქუდი
04.03.2016.ოქროს ლიგა. VII ტური
21:00 ვესტ ინვესტი - GWP
22:00 ნატახტარი - საქ. ბანკი
კვირას, კორპორატიული ლიგის რეგულარულ სეზონს IX ტურის შეხვედრები დაასრულებს, სადაც მთავარი ინტრიგა მხოლოდ საუკეთესო რვა გუნდში ადგილების გადანაწილება რჩება.
სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის დაპირისპირებებით დაიწყება. პირველები ერთმანეთს უკვე ბრინჯაოს ლიგაში დაქვეითებული, ავერსის და ბი პი ჯორჯიას გუნდები ეთამაშებიან. მომდევნო შეხვედრაში საქრუსენერგოთბილისის მერიას დაუპირისპირდება. საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლაა მოსალოდნელი ბაქსვუდსა და თეთრი ქუდს შორის. მატჩი 13:00 სთ-ზე დაიწყება. ტურის დასკვნით შეხვედრებს კი გათამაშების ლიდერები გამართავენ: ალიანს საქართველობანკ რესპუბლიკას ეთამაშება, ხოლო ტატიშვილის სამედიცინო ცენტრივითიბი ბანკის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას.
06.03.2016. ვერცხლის ლიგა. IX ტური
11:00 ავერსი – BP GEORGIA
12:00 საქრუსენერგო – თბილისის მერია
13:00 თეთრი ქუდი - ბაქსვუდი
14:00 ალიანს საქართველო - ბანკი რესპუბლიკა
15:00 ტატიშვილი – ვითიბი ბანკი
საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი ოქროს ლიგის დასკვნით ტურში.
16:00 სთ-ზე გათამაშების ლიდერი, ნატახტარი კრედოს დაუპირისპირდება, 17:00 სთ-ზე გაიმართება ევროპაბეთისა და GWP-ს შეხვედრა. „ბუკმეიკერებმა“ უკვე „გაინაღდეს“ ადგილი ბრინჯაოს ლიგაში. ბოლო ტურში ითამაშებენ ასევე საქართველოს ფოსტა-პატრული და საქართველოს ბანკი-თბილისის სატრანსპორტო კომპანია.
06.03.2016. ოქროს ლიგა. IX ტური
16:00 ნატახტარი - კრედო
17:00 ევროპაბეთი – GWP
18:00საქ. ფოსტა - პატრული
19:00საქ. ბანკი – TTC
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”,“წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“,ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი „ლელო”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური