35 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ლეიტონ ჰიუიტმა შესაძლოა კარიერა განაახლოს, აღნიშნულ ინფორმაციას ჩოგბურთელის მწვრთნელი ჯეისონ სტოლტენბერგი ავრცელებს.
“ლეიტონმა განაცხადა კარიერის დასრულებაზე, მაგრამ ის ვარჯიშზე იმდენს აკეთებს, რამდენსაც, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა ჩოგბურთელები არ აკეთებენ. ახლა ის ავსტრალიის ნაკრების კაპიტანია და არის შანსი, რომ ისევ დიდ ჩოგბურთს დაუბრუნდეს”- განაცხადა ჰიუიტის მწვრთნელმა.
ლეიტონმა კარიერის დასულების შესახებ განცხადება ამა წლის იანვრის თვეში გააკეთა.