რაგბი

12:06 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ჩხუბში გაცვალა

„მანსტერის“, „გლოსტერისა“ და „კონახტის“ ყოფილი უკანახაზელი შეინ მონაჰანი, რომელსაც ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში ხუთი თამაში აქვს ჩატარებული, ამიერიდან მორაგბე აღარაა და მისი ხილვა „ბრძოლა წესების გარეშეს“ ტურნირებში იქნება შესაძლებელი.

„მანსტერის“ ხელმძღვანელობამ ნოემბერში გადაწყვიტა, რომ 28 წლის მოთამაშისთვის კონტრაქტი აღარ გაეგრძელებინა, შეინმა ახალი კლუბი ვერ იშოვა და ფულის შივნაც „უწესო ბრძოლით“ გადაწყვიტა.

„მანსტერთან“ მსოფლიო თასის მსვლელობის პერიოდში მოკლევადიანი კონტრაქტი მქონდა. კლუბში დარჩენის შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა, სამწუხაროდ არაფერი გამოვიდა. სხვა ვარიანტებმა არ დამაკმაყოფილა და მამაჩემმა წესების გარეშე ბრძოლის პროგრამაზე მიამბო. ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო და ვარჯიში ჯონ კავანაჰის ხელმძღვანელობით დავიწყე. რაგბის ვარჯიშებზე ჭიდაობის ილეთები შემისრულება, მაგრამ ტატამზე ვარჯიში სრულიად სხვა რამეა. თავს ჯერაც მორაგბედ ვთვლი, მაგრამ შესვენება არავის აწყენს. რაგბი სპორტის რთული სახეობაა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურადაც“ - ამბობს მონაჰანი, რომელსაც სპორტის ახალ სახეობაში პირველი ტურნირი აგვისტოში ელის.

www.worldrugby.ge

0.104423