მაშინ როდესაც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, “პალმეირასის” გულშემატკივრები მორიგ წარუმატებლობას დარდობენ და მოწინააღმდეგეთა მიერ მიყენებულ “ჭრილობებს” დარდიანად “ილოკავენ”, მათ იმედად და დარდის გამაქარვებლად, მკერდდალოცვილი მოდელი, ჟულიანა სალიმენი ჰყავთ.
ჟულიანა “პალმეირასს” უხსოვარი დროიდან გულშემატკივრობს და მისი ბედი ამ კლუბის ბედზე ისეა მიბმული, როგორც ერთ დროს ჩვენთან დენი იყო ნაგავზე მიბმული. ქართული დენისა და ნაგვის “ტრფიალება” ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა სავარაუდოდ არასოდეს გახუნდება ის, რაც ქალბატონი ჟულიანას გულსა და ჯიგარში ტრიალებს.
ჟულიანა სალიმენი გარდა იმისა, რომ აღნიშნული კლუბის დიდი ქომაგია, იგი მუდმივად ესწრება ფან-კლუბის შეხვედრებსაც და მისი დამნახავი ქომაგები იძახიან, ჩვენში დარდსა და კაეშანს რა უნდა, როდესაც ჟულიანა აქვე ახლოს მოკლე კაბაში გამოწყობილი ზის და იჭვნეულად იმზირებაო. ვაჰმეე...