ჭადრაკი

0:01 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ “აეროფლოტ ოუფენზე” პირველი გამარჯვება იზეიმა

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2676), რომელიც “აეროფლოტ ოუფენზე” თამაშობს, პირველი გამარჯვება იზეიმა.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის მე-3 ტურში ბაადურმა შავი ფიგურებით უკრაინის სახელით მოთამაშე ელდარ გასანოვი (2503) დაამარცხა და 1.5 ქულა მოაგროვა.

ჯობავას აღნიშნული შედეგით 86 მონაწილეს შორის 43-ე ადგილი უკავია, მომდევნო პარტიას კი თეთრებით ინდოელ ბაბუ ლალიტთან (2573) ჩაატარებს.

3 ტურის თავზე მოსკოვურ ტურნირს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. ქულათა მაქსიმუმის მოგროვება რუსმა ევგენი ნაიერმა (2664) მოახერხა.

0.117286