კალათბურთი

22:20 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ა“ ლიგაში მეორე წრე დასრულდა

თუ არ ჩავთვლით „ვითა“ – „ვინქსის“ გამოტოვებულ შეხვედრას, „ა“ ლიგაში მეორე წრე სეუ - „ვინქსის“ მატჩით დასრულდა. აღნიშნული გუნდებიდან ფავორიტად სეუ ითვლებოდა, რომელიც პირველ ოთხეულში მოხვედრისათვის იბრძვის, ხოლო „ვინქსს“ ჯერჯერობით ერთი შეხვედრაც კი არ აქვს მოგებული.

შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო, სტუდენტების უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი მეოთხედი 22:9 მოიგეს. მეორე მეოთხედში „ვინქსი“ გააქტიურდა და ანგარიშში სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა 33:34. ასე დამთავრდა პირველი ტაიმი. მესამე მეოთხედიდან უპირატესობა ისევ სეუ-მ იგდო ხელთ, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და 75:65 შეძლო მეტოქის დამარცხება.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი სეუ-ს კალათბურთელებმა, უკანახაზელმა ზურაბ ბადრიძემ და ცენტრალურმა თავდამსხმელმა არჩილ ტულუზაშვილმა აჩვენეს, რომლებმაც 24-24 ქულა დააგროვეს. ტულუზაშვილმა დაგროვილ ქულებს 12 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. „ვინქსის“ შემადგენლობაში ყველაზე 16 ქულა უკანახაზელ ზურაბ მაისურაძის ანგარიშზეა.

ამრიგად დასრულდა მეორე წრე და გამოიკვეთა ორი გუნდი, „კაქტუსი“ და „ვითა“, რომლებსაც სუპერლიგის ერთადერთი საგზურის მოპოვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ. „ა“ ლიგაში 2-კვირიანი შესვენება გამოცხადდა. მესამე წრე 17 მარტს დაიწყება.

სატურნირო მდგომარეობა 2 წრის შემდეგ

კაქტუსი 10 8 2 18
ვითა 9 8 1 15
წყალტუბო 10 5 5 15
თსუ 10 4 6 14
სეუ 10 4 6 14
ვინქსი 9 0 9 9

„ვითა“ – „ვინქსის“ შეხვედრა მესამე წრეში ჩატარდება. „ვითას“ დაკლებული აქვს 2 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088086