ფეხბურთი

23:31 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბილბაომ” ვალვერდეს გაუხანგრძლივა

“ბილბაოს” ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია “ატლეტიკის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ესპანელი სპეციალისტი ბასკურ გუნდს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს და მას შემდეგ ჩატარებულ 148 მატჩში “ბილბაომ” 68 მოიგო, 35 ფრედ დაასრულა, ხოლო 45 შეხვედრაში მარცხი განიცადა.

0.116207