საქართველოს უმაღლესლიგელი "ზუგდიდის" შემადგენლობაში უკრაინელი ლეგიონერი იური შეველი ჩაირიცხა. როგორც "ზუგდიდის" პრესსამსახური იტყობინება, 28 წლის შემტევმა კლუბთან კონტრაქტი ივნისის ბოლომდე გააფორმა.
შეველს მცირე ხნით საქართველოში ლანჩხუთის "გურიაში" უთამაშია. კარიერის განმავლობაში კი კიევის "დინამო 2"-ში, "ოდესაში", უნგრულ "სპარტაკუსში", მოლდოვურ "დაჩიასა" და "ოლიმპიაში" გამოდიოდა.
"ზუგდიდი" მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის - 18 ტურში მოპოვებული 9 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სერენა მაგარი ხარ !!!
თანამედროვე ჩოგბურთში ამათი შედეგების გამეორება არმაგონია ვინმემ შეძლოს ან ვინ უნდა შეძლოს ჯერჯერობით მაინც? აზარენკამ, შარაპოვამ რადვანსკამ თუ კვიტოვამ?
აზარენკა კიდე ხო..
)
ამას რო ტრავმები არ ქონოდა ესენი კაი ხნის ჩახეულები ეყოლებოდა უკვე