ფეხბურთი

19:04 | 3.03.2016 | ნანახია 2134 - ჯერ

19-წლამდელთა რევანში მონტენეგროსთან

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში სტუმრად, პოდგორიცაში, 2:0 დაამარცხა მონტენეგროს 19-წლამდე ნაკრები. გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ორი დღის წინ ჩატარებულ შეხვედრაში (0:2) დაშვებული შეცდომები სწორად გააანალიზეს და მოახლოებული ელიტ-რაუნდის წინ დადებითი განწყობა შეიქმნეს. გოლები რატი არდაზიშვილმა და შერმადინ ართმელაძემ გაიტანეს.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 24-29 მარტს სევილიაში გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები მასპინძელი ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან.

მონტენეგროსთან მატჩში გიორგი ყიფიანმა ამჯერად ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

გოშაძე, ჩაჩუა, ლოჩოშვილი, არდაზიშვილი, კობოური, პაპუაშვილი (მამუჩაშვილი 85), ქორიძე (ართმელაძე 79), მიქელთაძე, ჭიჭინაძე, სამურკასოვი (ბიძინაშვილი 79), ლილუაშვილი (კიკნაძე 62).

სფფ-ს პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:03 | 04.03.2016
Gocha Juve (71)

აი ასე უნდა! სწორად მიდგომას და ანალიზს ყოველთვის შედეგი მოაქვს, წარმატებებს ვუსურვბ გიორგის და მის გუნდს!

04:34 | 04.03.2016
ამირანი აჭარელი (1)

ჩვენს ბიჭებს ყოველთვის ვუსურვებ წარმატებას მაგრამ როდემდე უნდა განვიცადოთ მარცხი დიდ ასპარეზებზე

21:26 | 03.03.2016
Gela Chitidze (218)

კარგია ბიჭებო, თქვენთან ვართ.

19:38 | 03.03.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.12031