ავტოსპორტი

16:33 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაიკონენმა კოკპიტის დამცავი სისტემა გამოსცადა

ბარსელონას ტესტების მეშვიდე დღე კიმი რაიკონენმა გახსნა, რომლის „ფერარიც“, კოკპიტის დამცავი ექსპერიმენტული სისტემით იყო აღჭურვილი. ასეთი მანქანით მან მხოლოდ ერთი წრე გაიარა, რის შემდეგაც მანქანას დამცავი სისტემა მოხსნეს და ფინელმა პილოტმა ტესტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. დამცავი სისტემის ეს ტესტი იყო იმ სამუშაოს ნაწილია, რომელსაც FIA კოკპიტის დამცავი სისტემების შესასწავლად ატარებს.

კონცეპცია, რომელიც „ფერარიმ“ გამოსცადა, „მერსედესის“ მიერ არის შემუშავებული, თუმცა მარანელოელებმა დამცავი სისტემის საკუთარი ვერსია შეიმუშავეს. საერთო კონცეპციის შესაბამისად, მას წინ ერთი ვიწრო „ფეხი“ აქვს, რომელიც კოკპიტის წინა ნაწილთან აკავშირებს, უკან კი ორ განშტოებას ეყრდნობა, რომლებიც კოკპიტის გვერდებზეა განლაგებული.

გარდა იმისა, რომ სისტემამ პილოტის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოფს, მან არც პილოტის ხედვის არე უნდა შეამციროს, ბოლიდი ძალიან არ უნდა დაამძიმოს და არც აეროდინამიკა გააუარესოს. „ფერარი“ სწორედ ამ სამი მიმართულებით მუშაობს. ამ ეტაპზე, ინჟინრები სისტემის წონის შემცირებით არიან დაკავებული. მაგალითად, საწყისი ვარიანტი თუ 10 კილოგრამს იწონიდა, ბარსელონაში გამოცდილი ვერსიის წონა 6 კილოგრამია.

ამასთან, ახლანდელი კონცეპცია მანქანაზე მხოლოდ ფიქსირებულ პოზიციას იკავებს. ინჟინრები კი მუშაობენ იმაზე, რომ ზედა ნაწილი მოსახსნელი იყოს, რათა პილოტმა კოკპიტში ჩაჯდომა და იქიდან გადმოსვლა სწრაფად შეძლოს - ესეც უსაფრთხოების ნაწილია.

სხვათა შორის, დამცავი სისტემა პირველად გუშინ საღამოს, ტესტების დასრულების შემდეგ, სებასტიან ფეტელის ბოლიდზე დაამაგრეს. მაგრამ პილოტი ასეთი მანქანით ტრასაზე არ გამოსულა. რაიკონენს პირველს მიეცა იმის საშუალება, რომ საქმეშ შეემოწმებინა, სისტემა ხედვის არეს ძლიერ ამცირებს, თუ - არა.

საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე, FIA-მ უარი თქვა საბრძოლო თვითმფრინავების სტილის გამჭვირვალე სანთლის გამოყენბაზე. ასეთი სისტემა ძლიერ ანელებს კოკპიტიდან პილოტის ამოსვლას და მასზე გარე სხეულის შეჯახებისას, მისი მაღლა არეკვლა ხდება, რაც მანქანის გარეთ მყოფთა უსაფრთხოებას აუარესებს. ამის მიუხედავად, GPDA-ს თავმჯდომარე ალექს ვურცი არ გამორიცხავს, რომ მომავალში სწორედ გამჭვირვალე სენთელს მიენიჭოს უპირატესობა.

სავარაუდოდ, „ფერარის“ მიერ ბარსელონაში გამოცდილი სისტემის მსგავსი სტრუქტურა ფ1-ში 2017 წლიდან დაინერგება.

0.117046