ჩოგბურთი

15:00 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალი დღეს გაგრძელდება

ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო შაფათავამ, რომელთაც ბრაზილიურ კამპინასში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მე-2 განთესვა გააჩნიათ, მეოთხედფინალური მატჩის თამაში კი დაიწყეს, თუმცა, მისი დასრულება უამინდობის გამო ვერ მოახერხეს.

გორგოძე და შაფათავა მე-2 წრეში თურქულ წყვილს (აილა აკსუ-მელის სეზერი) 3:1-ს უგებდნენ, როდესაც შეხვედრა შეწყდა. ქართულ-თურქული დაპირისპირება დღეს გაგრძელდება და გამარჯვებული ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

0.116175