ფეხბურთი

14:31 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივარს რიბერის რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფისთვის 10 ათასი ევროს გადახდა მოუწევს

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ფულად კომპანსაციას მიიღებს გუნდის გულშემატკივრისგან, რომელმაც მას რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც გამოცემა TZ იტყობინება, გერმანულმა სასამართლომ 39 წლის ქომაგს რიბერისთვის 160 დღეში 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. კანონმდებლობის მიხედვით, ფულადი ჯარიმა დამნაშავის ყოველდღიური შემოსავლების გათვალისწინებით დგინდება.

გულშემატკივრის დაჯარიმების მიზეზი მის “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნებული განცხადება გახდა, სადაც ის რიბერის შვილის, საიფის (არაბულიდან თარგმანში “ხმალს” ნიშნავს) სახელის შესახებ წერდა, რომ ვინც შვილს ასეთ სახელს არქმევს, ისლამისტია.

0.117731